Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიშოუბიზნესი

ზაფირის მელას ვასილის კარასის შესახებ: “მის სანახავად მისვლა ვერ შევძელი, არ შემიძლია მისი ამ მდგომარეობაში ნახვა

მომღერალმა ზაფირის მელასმა, რომელსაც საკმაოდ ახლო მეგობრობა აკავშირებს ასევე ცნობილ ბერძენ მომღერალ ვასილის კარასთან, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.
მომღერალი გადაცემა “Proinoo Susou”-ში საუბრისას თავდაპირველად საკუთარ შემოქმედებით კარიერას და ხალხურ სიმღერებს შეეხო.

“მე ვცდილობ ყველაფერი გავაკეთო ხალხური სიმღერისთვის, რადგან არიან ადამიანები, რომლებსაც დღემდე უყვართ ხალხური სიმღერები და მღერიან. როცა მუშაობ და გიყვარს ის საქმე რომელსაც ემსახურები, ჯილდოც სწორ დროს მოდის. მე კარგად გამოვიყენე ჩემი პროფესიული წარმატება. იყო უსამართლობაც კოლეგების მხრიდან, მაგრამ ჩვენ ვიცით ვინ არიან ისინი. მე ამ სფეროში რამდენიმე კარგი მეგობარი შევიძინე, ჩვენ მრავალი წელია ერთად ვმუშაობთ და ჩვენი მეგობრობა წლებია გრძელდება,”-აღნიშნა მან.

შემდეგ მან ვასილის კარასის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა. “გასულ კვირას მე ვესაუბრე ვასილის კარასს, მისი მდგომარეობა რთულია, მის სანახავად არ წავსულვარ, რადგან არ შემიძლია მისი ამ მდგომარეობაში ნახვა. ღმერთმა დალოცოს, გამოჯანმრთელდეს და ისევ დაგვიბრუნდეს. მითხრა რომ არ არის კარგად, სხვა ვერაფერი მითხრა. გაუხარდა, რომ დავურეკე, დიდხანს ვერ ვისაუბრეთ, რადგან პატივს ვცემ მის მიერ გამოვლილ გოლგოთას და არ მინდოდა მისი შეწუხება. მე და ვასილიმ ბევრი გავიარეთ და ერთად მივედით იქამდე, სადაც ვართ. რა თქმა უნდა მე მის დიდებას ვერ შვედრები და ეს ასეც უნდა იყოს. ჩვენ არასოდეს შეგვრცხვება ერთმანეთისთვის თვალის გასწორების და ყოველთვის გულწრფელები ვიქნებით ერთმანეთთან.”-ამბობს ის

ვიდეო:

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *