Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიჯანმრთელობა

EFET: ინტენსიური კონტროლი ზეითუნის ზეთის გაყალბებისგან დასაცავად

საბერძნეთის სურსათის ერთიანი ინპექციის სააგენტო ოფიციალური ინსპექტირების წლიური პროგრამის ფარგლებში, ზეითუნის ზეთის სტანდარტიზაციის ობიექტებში, საბითუმო და საცალო საწარმოებში ადგილზე ინპექტირებას და სინჯების აღებას ახორციელებს.

აღნიშნული სააგენტო თავის განცხადებაში ზეითუნის ზეთის გაყალბების შემთხვევების გამოვლენის თაობაზე წარდგენილი ანგარიშების და საჩივრების რაოდენობის ზრდის შესახებ შეშფოთებას გამოთქვამს.

ამავე კონტექსტში ხაზგასმულია, რომ ” ზეითუნის ზეთის გაყალბება არის თაღლითობა, რომელიც აყენებს ფინანსურ ზარალს როგორც მომხმარებელს, ასევე ბიზნესს და შესაძლო საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ ჯანმრთელობას.

თაღლითობა ძირს უთხრის მომხმარებელთა ნდობას, საფრთხეს უქმნის ბაზრის მოწესრიგებულ ფუნქციონირებას და სერიოზულ გავლენას ახდენს ლეგიტიმურ ვაჭრობაზე და ბიზნესზე.”

თაღლითობისგან თავის დასაცავად EFET ურჩევს მომხმარებლებს და ბიზნესს:

•ზეითუნის ზეთი შეისყიდონ მხოლოდ ლეგალური და შესაბამისად კონტროლირებადი სავაჭრო პუნქტებიდან.

•განსაკუთრებული ყურადღებით შეისწავლონ ზეითუნის ზეთის ეტიკეტი, რომლის შეძენასაც ისინი აპირებენ. ეტიკეტი უნდა შეიცავდეს მინიმუმ: ზეითუნის ზეთის გაყიდვის კატეგორიას (EXTRA VIRGIN, VIRGIN, OLIVE OIL), სტანდარტიზაციის ერთეულის დამტკიცების ალფანუმერულ ნომერს (EL- 40-_ _ _) და ბიზნესზე პასუხისმგებელი პირის შესახებ ინფორმაციას.

•მოერიდონ ზეითუნის ზეთის ყიდვას ქუჩის მოვაჭრეებისგან (აუცილებელი ლიცენზიის გარეშე) და ანონიმური გამყიდველებისგან.

•განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ ზეითუნის ზეთის მიწოდებას ელექტრონული კომერციის საშუალებით, პროდუქტიული ან კომერციული კომპანიების ვებსაიტებიდან, რომლებსაც აქვთ ბრენდირებული ზეითუნის ზეთის მიწოდების ყველა გარანტია.

•მომხმარებელმა შეიძინოს ბრენდირებული ზეითუნის ზეთი წინასწარ შეფუთულ შეფუთვაში, მაქსიმალური ტევადობით 5 ლიტრი.

•ბიზნესებმა (რესტორნები, საავადმყოფოები, სასადილოები ან სხვა მსგავსი ობიექტები) შეიძინონ ბრენდირებული ზეითუნის ზეთი წინასწარ შეფუთულ შეფუთვაში 5, 10, 20, 25, 50 ლიტრამდე.

•ზეითუნის ზეთის მიღებისთანავე მოითხოვონ კანონიერი საგადასახადო ქვითრები მისი შეძენისთვის.

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *