Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ზაფხულის მოსვლასთან ერთად ხანძრის გაჩენის რისკი მატულობს

ზაფხულის მოსვლასთან ერთად ხანძრის გაჩენის რისკი მატულობს

საბერძნეთის ეროვნული მეტეოროლოგიური სადგური მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ორშაბათიდან, 8 ივნისიდან, საბერძნეთში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი. ქვეყნის უმეტეს ნაწილში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ქარიშხალი.

სპეციალისტების თქმით, განსაკუთრებული ყურადღება ელვის ინტენსიურ აქტივობას უნდა მიექცეს, რადგან მოსალოდნელია ხშირი და ძლიერი მეხის დაცემა.

ამასთან, მთელი კვირის განმავლობაში მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება სრულიად ქვეყნის მასშტაბით, ხოლო ეგეოსის ზღვის აღმოსავლეთ კუნძულებზე კი სეზონური ძლიერი ჩრდილოეთის ქარებისა და მაღალი ტემპერატურის კომბინაცია გაზრდის ხანძრის გაჩენისა და სწრაფი გავრცელების რისკს.

მეტეოროლოგები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ და განსაკუთრებით ხაზს უსვამენ ხანძარსაშიშ ზონებში უსაფრთხოების წესების დაცვის საჭიროებას.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *