Latest news
ლავრიო: 32 წლის კაცმა ყოფილი შეყვარებული და მისი პარტნიორი დაჭრა საბერძნეთის საგადასახადო სამსახური მოქალაქეების უკეთ მომსახურების მიზნით ახალ დეპარტამენტს დაიმატებს უამინდობის ფენომენი კუნძულ კრეტაზე  ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიპოლიტიკა

ზახარაკი: მარადმწვანე სტუდენტებს ეძლევათ ბოლო შესაძლებლობა დაამთავრონ უნივერსიტეტი – სტუდენტთა სიიდან 290 000-ზე მეტი სტუდენტი წაიშლება

ზახარაკი: მარადმწვანე სტუდენტებს ეძლევათ ბოლო შესაძლებლობა დაამთავრონ უნივერსიტეტი – სტუდენტთა სიიდან 290 000-ზე მეტი სტუდენტი წაიშლება

განათლების მინისტრმა სოფია ზახარაკიმ განაცხადა, რომ სტუდენტთა კატალოგიდან 290 000-ზე მეტი სტიდენტი წაიშლება. საუბარია იმ

სტუდენტებზე, რომლებიც სახელმწიფო უნივერსიტეტებში უკვე მრავალი წელია ჩარიცხულები არიან და ჯერ ბაკალავრის დიპლომი არ აუღიათ.

აღნიშნული ინიციატივა რექტორატის 109-ე სხდომაზე წარადგინეს, რომელიც ანავისოში დღეს დაიწყო და 11 ივლისამდე გასტანს.

როგორც უკვე აღინიშნა, განხილვის მთავარი თემა “მარადმწვანე” სტუდენტების სტუდენტთა სიებიდან წაშლა იქნება.

გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ იმ სტუდენტებისთვის, რომლებსაც სწავლის 75% გავლილი აქვს და ბოლო 2 საგამოცდო პერიოდში ბოლო 2 წლის განმავლობაში წატმატებით აქვთ ჩაბარებული გამოცდები. აღნიშნული სტუდენტები შეძლებენ კიდევ 2 სემესტრით გადაავადონ სწავლის პროცესი, რათა შეძლონ უნივერსიტეტის დამთავრება. იმ შემთხვევაში თუ საჭირო იქნება სტაჟირების გავლა ან სადიპლომოს დაცვა სტუდენტები შეძლებენ კიდევ 3 სემესტრით სწავლის გაგრძელებას. აღნიშნული განკარგულება დაახლოვებით 35 000 ძველ სტუდენტს ეხება და წარმოადგენს უკანასკნელ შესაძლებლობას სანამ სამუდამოდ წაიშლებიან სტუდენტთა სიიდან.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *