Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ზოგრაფუ: კაპიუშონიანებმა დიდი ზიანი მიაყენეს უნივერსიტეტის კამპუსს

დღეს ზოგრაფიუს უნივერსიტეტის კამპუსის მიღმა ტერიტორია წააგავს დაბომბილ პეიზაჟს ველური ინციდენტის შემდეგ, რომელიც მოხდა წუხელ, გვიან ღამით ნიღბიან ახალგაზდებსა და პოლიციის ძალებს შორის.

დაჭრილი პოლიციელი, ოთხი დამწვარი მანქანა, ფერფლად ქცეული ნაგვის ურნები, დამტვრეული ნიშნები და ქვებისა და აგურის გროვები არის ის, რაც ახალგაზრდებმა პოლიციელებთან შეტაკების შემდეგ დატოვეს.

ინციდენტი შაბათს, ღამის  2 საათის შემდეგ დაიწყო, როდესაც დაახლოებით 100 კაპიუშონიანი მამაკაცი გამოვიდა უნივერსიტეტიდან და დაიწყო ქვების და ვაზნების სროლა პოლიციისკენ, რომელიც იქვე მორიგეობდა.

ყველაფერი გამწვავდა მას შემდეგ, რაც ახალგაზრდებმა მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს პოლიციის რაზმებს, რომლებმაც მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

საათზე მეტი ხნის განმავლობაში, ოლოფ პალმის ქუჩა ჰგავდა ბრძოლის ველს. ახალგაზრდების ჯგუფებმა დამწვარი ურნების ბარიკადები მოაწყვეს და დაუპირისპირდნენ პოლიციას, რომლებიც ცდილობდნენ მათ უკან, უნივერსიტეტის უბნისკენ დაბრუნებას.

ინციდენტების დროს დაშავდა პოლიციელი. აგრესიული ახალგაზრდების ჯგუფმა არ დაინდო გაჩერებული მანქანებიც კი. დაწვეს სამი მანქანა, მათ შორის სასკოლო ავტობუსი.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *