Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
ბუნებრივი მოვლენებისაბერძნეთი

ამინდი: სიცხე და მტვერი აფრიკიდან, ჰაერის ტემპერატურა 32 გრადუს ცელსიუსს მიაღწევს

აფრიკული მტვრის გამოჩენა და ტემპერატურის მატება, რომელიც რამდენიმე რაიონში 32 გრადუს ცელსიუსს მიაღწევს. ასეთია დღევანდელი, 22 ოქტომბრის ამინდის მთავარი მახასიათებელი.

მეტეოროლოგების პროგნოზით დღეს სეზონისთვის უჩვეულო ცხელი ამინდი იქნება, თუმცა არ გამორიცხავენ მოსალოდნელ ქარიშხალს საბერძნეთის სამ რეგიონში.

Meteo-ს ინფორმაციით, მოსალოდნელია მზე მცირე ღრუბლით, დასავლეთში ადგილობრივი წვიმებით ეპიროსსა და იონიაში, ხოლო ჩრდილოეთ იონიაში დროებითი შტორმია მოსალოდნელი.

ამასთან, მოსალოდნელია ტენიანობის მომატება, რის შედეგადაც საღამოს და დილის საათებში შეზღუდული ხილვადობა იქნება. ატმოსფერული ცირკულაცია ხელს უწყობს მტვრის ტრანსპორტირებას ჩრდილოეთ აფრიკიდან.

ტემპერატურა ჩრდილოეთ საბერძნეთში 15-დან 28 გრადუსამდე, ცენტრალურ და სამხრეთ საბერძნეთში 17-დან 32 გრადუსამდე, დასავლეთ საბერძნეთში 19-32 გრადუსამდე (ეპირში 15-დან 24 გრადუსამდე), ციკლადებზე 18-დან 26-მდე იქნება. კრეტაზე 29 გრადუსამდე, აღმოსავლეთ ეგეოსის კუნძულებზე 14-დან 30 გრადუსამდე და დოდეკანესზე 18-დან 26 გრადუსამდე.

ატიკაში დღეს, კვირას მოსალოდნელია მზიანი ამინდი მცირეოდენი ღრუბლით და ტენიანობის მომატება, რის შედეგადაც საღამოს და დილით ადგილობრივად შეზღუდული ხილვადობაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 19-დან 27 გრადუსამდე იქნება. იქროლებს სამხრეთის მიმართულების სუსტი ქარი.

სალონიკში მოსალოდნელია ღრუბლიანობა, დროებით მომატებული და ზოგან შეზღუდული ხილვადობა საღამოს და დილის საათებში. ჰაერის ტემპერატურა 18-დან 25 გრადუსამდე იქნება. თერმაიკოსში იქროლებს სუსტი ქარი, ძირითადად სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულების.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *