სტუდენტები დილიდან სინდაგმაზე იკრიბებიან
სტუდენტები დილიდან სინდაგმაზე იკრიბებიან
სინდაგმას მოედანზე დილიდან დაიწყეს თავმოყრა სტუდენტებმა მარადმწვანე სტუდენტების გარიცხვასა და უნივერსიტეტებში უსაფრთხოების ზომების გატარების გასაპროტესტებლად.
“კანონპროექტი, რომლის განხილვაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს არის დაგეგმილი, არის მიუღებელი, ანტისაგანმანათლებლო და უმაღლესი განათლებისთვის სამარცხვინო!“ – აცხადებს სტუდენტთა ასოციაცია და იქვე განმარტავს, რომ რეალური პრობლემა, რომლის აღმოფრხვრაც აუცილებელია არის სახელმწიფო უნივერსიტეტების არასაკმარისი დაფინანსება.
უნივერსიტეტებში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებები კი წარმოშობს „კოლექტიური ქმედების” კრიმინალიზაციის საფრთხეს, რადგან კვლევების თანახმად, უნივერსიტეტებში ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები საჯარო სივრცეებში მომხდარი ყველა დანაშაულის 0.05%-ს შეადგენს, შესაბამისად არ არსებობს უსაფრთხოების ზომების გატარების საჭიროებაც.
სტუდენტებს უერთდებიან პოლიტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები და ფაკულტეტის წევრები. რომელთა მწვავე რეაქციაც გამოწვეულია სახელმწიფო უნივერსიტეტებთან დაკავშირებული კანონპროექტის მიერ, რომელიც ფაკულტეტის წევრებისა და სტუდენტებისთვის დისციპლინურ დებულებებს ახალ განზომილებას სძენს.
ლექტორები ეწინააღმდეგებიან სტუდენტების, რომლებიც უნივერსიტეტებში 4 წელზე მეტია სწავლობენ, უნივერსიტეტიდან გარიცხვის გადაწყვეტილებას.
