Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთიმსოფლიო

თეირანისკენ მიმავალი გზა გახსნილია – ისრაელი ირანის სამხედრო ობიექტებს ურტყამს

თეირანისკენ მიმავალი გზა გახსნილია – ისრაელი ირანის სამხედრო ობიექტებს ურტყამს
ისრაელის საჰაერო ძალების 300-მდე გამანადგურებელი, რამდენიმე საზღვაო ხომალდი და ათობით დივერსიული ჯგუფი უწყვეტ რეჟიმში ირანის ტერიტორიაზე ურტყამს ირანის სამხედრო ობიექტებს, მაღალი ღირებულების სამხედრო ტექნიკას და სხვა სტრატეგიულ ინფრასტრუქტურას, პარალელურად, კი ხორციელდება კიბერ თავდასხმები ირანის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე.

 თავის მხრივ ირანი იმუქრება რომ ააფეთქებს და ჩაძირავს ამერიკულ გემებს და ბრიტანულ და ფრანგულ საზღვაო ბაზებს.

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოების მიხედვით, რამდენიმე ირანული რაკეტა თელ-ავივის ცენტრშიც ჩამოვარდა.

ისრაელის გადაუდებელი დახმარების სამსახურების ცნობით, დაშავდა 15 ადამიანი.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ირანმა “წითელ ხაზებს გადააბიჯა”, როდესაც მის მიერ გაშვებული რაკეტები სამოქალაქო დასახლებებს მოხვდა.

“ჩვენ გავაგრძელებთ ისრაელის მოქალაქეების დაცვას და უზრუნველვყოფთ, რომ აიათოლების რეჟიმმა მძიმე ფასი გადაიხადოს თავისი კრიმინალური ქმედებებისთვის”.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *