Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

თესალონიკი: გაასამართლეს 60 წლის კაცი, რომელმაც აეროპორტში 3 000 კოლოფი ულიცენზიო სიგარეტი შემოიტანა

თესალონიკი: გაასამართლეს 60 წლის კაცი, რომელმაც აეროპორტში 3 000 კოლოფი ულიცენზიო სიგარეტი შემოიტანა
8 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა და 3 წლიანი პირობითი 60 წლის კაცს, რომელმაც აეროპორტში 2 სავსე ჩემოდანი ულიცენზიო სიგარეტი შემოიტანა.
ბრალდების მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დამნაშავე გასულ შაბათს დააკავეს. პოლიციაში კანონდარღვევასთან დაკავშირებით ზარი სასაზღვრო პოლიციისგან შევიდა.
საბაჟოს თანამშრომლები აცხადებენ, რომ ბრალდებული სტამბულიდან ჩამოფრინდა. აშკარაა, რომ თურქეთის საზღვარზე მას პრობლემა არ შექმნია. დამნაშავე ფრანკფურტის გავლით ჩამოფრინდა მაკედონიის აეროპორტში.
საბერძნეთის საბაჟო სამსახურმა გაფრთხილება ფრანკფურტიდან მიიღო, დამნაშავე პასპორტის ფოტოთი ამოიცნო და როგორც კი თვითმფრინავი დაეშვა 60 წლის კაცი საზღვარზე გააჩერა.
არალიცენზირებული სიგარეტით სავსე ჩემოდნები სპეციალურმა შესამოწმებელმა მანქანებმაც დააფიქსირეს.
დამნაშავე რუსეთის მოქალაქეა. დაკავებისას მას არცერთი სიტყვა არ უთქვამს არც საბაჟოს თანამშრომლებისთვის არც პოლიციისთვის. მან სასამართლო პროცესზე მისცა მხოლოდ აღიარებითი ჩვენება და განაცხადა, რომ სიგარეტის გადატანას საფრანგეთის ტერიტორიაზე აპირებდა, რათა საფრანგეთში მოეხდინა მათი რეალიზაცია.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *