Latest news
არ ვიცი ჩემს შვილს რაში სდებენ ბრალს - აცხადებს 26 წლის ძალოსანის დედა 23 წლის ბრალდებულის დედა ცინიკურ განცხადებას აკეთებს: ყველა ბავშვი მოიხმარს ნარკოტიკს, ზოგს უმართლებ... პარასკევი ცხოველმყოფელი წყაროს <<ზოოდოხოს პიღის>> აღნიშვნის დღეა როგორ შევინარჩუნოთ ბზინვარე კანი დღესასწაულებისა და ცივი ზამთრის შემდეგ რატომ ვადანაშაულებთ ყოველთვის ქალებს რა ხდებოდა 19 წლის მირტოს გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ეთიოპიელი ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მოწმეები პირველ კომენტარს აკეთებენ ათენი: სადარბაზოში ნაპოვნი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს 23 წლის ბრალდებული საუბრობს ღამეზე, რომელმაც 19 წლის მირტოს სიცოცხლე იმსხვერპლა რა ჰქონდათ განზრახული დამნაშავეებს და რატომ მიატოვეს მირტო ქუჩაში
პარასკევი, აპრილი 17, 2026
საბერძნეთისამართალი

რა უნდა ვიცოდეთ შრომის კოდექსში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით

რა უნდა ვიცოდეთ შრომის კოდექსში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით

შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრო განმარტებებს გამოსცემს ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომლის სახელწოდებაც “სამართლიანი სამუშაო გარემო ყველასთვის” არის.

როგორც სამინისტრო აღნიშნავს ეს არის კანონპროექტი, რომლის რეგულაციებთან დაკავშირებული ინიციატივაც თავად შრომის ბაზრიდან მოდის. ცვლილებების ინიცირება კი როგორც დასაქმებულებისგან, ასევე ბიზნესების მეპატრონეებისგან იყო წამოსული. 

რას ითვალისწინებს ახალი კანონპროექტი?

კანონპროექტი ამარტივებს დაქირავება-გათავისუფლების პროცესს, ამცირებს ბიუროკრატიულ პროცედურებს, ხელს უწყობს შრომის ინსპექციის მიერ ჩატარებულ მკაცრ კონტროლს და უზრუნველყოფს შრომის კანონპროექტის კეთილსინდისიერ დაცვას.

ბენეფიტები, რომლებსაც დასაქმებული აღნიშნული კანონპროექტიდან მიიღებს:

  • დასაქმებულებს ეძლევათ ოთხდღიანი სამუშაო კვირით სარგებლობის შესაძლებლობა არა მხოლოდ 6 თვით არამედ მთელი წლის განმავლობაში. რაც ნიშნავს იმას, რომ მშობლები შეძლებენ დამსაქმებელთან შეთანხმების საფუძველზე გაატარონ 4 დღე სამუშაო სივრცეში, ხოლო მეხუთე დღე + შაბათ-კვირა შვილებთან.
  • დასაქმებულს შეუძლია თავად გადაანაწილოს საზაფხულო შვებულების დღეები, რაღათქმაუნდა დამსაქმებელთან შეთანხმების შემდეგ. შესაბამისად აღარ იქნება აუცილებელი შვებულების უმეტესი დღეების ზაფხულში, კერძოდ აგვისტოს თვეში აღება.
  • მშობლის შვებულების ანაზღაურება იქნება სახელმწიფო გადასახადებისგან თავისუფალი.
  • სამუშაო ადგილზე ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დასაცავად გამკაცრებული რეგულაციები
  • ზეგანაკვეთური სამუშაოები ცვლებში – აღნიშნული რეგულაცია საშუალებას მისცემს ცვლებში მომუშავეებს საჭიროების შემთხვევაში დამატებითი საათები იმუშაონ. თითოეული ზეგანაკვეთური საათისთვის დასაქმებული მიიღებს 40%-ით მეტ საათობრივ ანაზღაურებას.
  • 13 საათიანი მუშაობის უფლება ერთსა და იმავე დამსაქმებელთან – შეგახსენებთ, რომ ძველი რეგულაციით დასაქმებულს შეეძლო ემუშავა დღეში მაქსიმუმ 13 საათი 2 სხვადასხვა დამსაქმებელთან. 8 საათი (სრული განაკვეთი) ერთთან, ხოლო 5 (ნახევარი განაკვეთი) მეორესთან. 
  • დასაქმებულები გაივლიან პირველადი დახმარების კურსებს
  • გახანგრძლივდება დეკრეტული შვებულება
  • ციფრული დასაქმების ბარათის დანერგვისთანავე აიკრძალება ხელფასების შემცირება.

ბენეფიტები, რომლებსაც დამსაქმებელი აღნიშნული კანონპროექტიდან მიიღებს:

  • გამარტივებული დაქირავების პროცედურა
  • ექსპრეს დაქირავება – გადაუდებელი საჭიროებისთვის, ფიქსირებული ვადით დაქირავება 2 დღემდე ვადით.
  • მრავალი ბიუროკრატიული ფორმატის გაუქმება, რომელთან დაკავშირებითაც ინფორმაცია უკვე წარდგენილია „ΕΡΓΑΝΗ II“-ის საინფორმაციო სისტემაში.
  • ზეგანაკვეთური, ღამის საათებში სამუშაოებისა და შვებულებებისთვის სადაზღვევო შენატანების საფასურის ზრდისგან გათავისუფლება.
  • დამსაქმებლებისთვის გაიხსნება სპეც.პლატფორმა myErgani-ის მსგავსი.
  • ძალადობისა და შევიწროების საწინააღმდეგო პოლიტიკის დანერგვა.

ახალი კანონპროექტით უქმდება 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი და ინერგება 13 საათიანი?

არა. 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი დადგენილი ნორმაა და არ შეიცვლება. თუმცა ყველა ევროპულ ქვეყანაში და მათ შორის საბერძნეთშიც, არსებობს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესაძლებლობა დასაქმებულსა და კომპანიას შორის წინასწარი შეთანხმების საფუძველზე და კონკრეტული წინაპირობების დაცვით. დღევანდელი რეგულაციის მიხედვით დასაქმებულს შეუძლია იმუშაოს დღეში მაქსიმუმ 13 საათი 2 სხვადასხვა ან მეტ დამსაქმებელთან. 8 საათი (სრული განაკვეთი) ერთთან, ხოლო 5 (ნახევარი განაკვეთი) მეორესთან. ახალი კანონპროექტით კი დასაქმებულები შეძლებენ ჰქონდეთ 13 საათიანი მუშაობის უფლება ერთსა და იმავე დამსაქმებელთან თუმცა აუცილებელია არ გადააჭარბონ კვირის სამუშაო საათების მაქსიმუმს (48 საათი) და მიიღონ 40%-ით მეტი ანაზღაურება დამატებითი საათებისთვის.

შეუძლია თუ არა დამსაქმებელს გვაიძულოს დღეში 13 საათი მუშაობა?

არა. იმისთვის რომ დასაქმებულმა შეასრულოს ზეგანაკვეთური სამუშაოები საჭიროა მისი თანხმობა. 

შეუძლია თუ არა დამსაქმებელს უარი განაცხადოს ზეგანაკვეთური სამუშაოების საფასურის გადახდაზე?

არ შეუძლია. თითოეული დასაქმებულს, რომელიც დამატებით საათებს მუშაობს, უნდა დაერიცხოს კანონით გათვალისწინებული 1 საათის საფასური + 40% ნამატი.

პროცედურას ამარტივებს ციფრული სამუშაო ბარათის დანერგვა, რადგან თუ ზეგანაკვეთური სამუშაო არ არის დეკლარირებული, დასაქმების დამატებითი საათი უკანონოდ ითვლება და დამსაქმებელი ვალდებული ხდება 120%-იანი დანამატი დაურიცხოს დასაქმებულს.

შეუძლია თუ არა დასაქმებულს მთელი წლის განმავლობაში იმუშაოს 13 საათიანი განრიგით?

არა, კვირის განმავლობაში მაქსიმალური სამუშაო საათების რაოდენობა 48-ს უტოლდება, ხოლო ზეგანაკვეთური სამუშაოს მაქსიმალური ლიმიტი წელიწადში კი 150 საათია. გამომდინარე აქედან დასაქმებულს 13 საათიანი სამუშაო განრიგით სარგებლობა წელიწადში 37,5 დღე შეუძლია.

შეუძლია თუ არა დამსაქმებელს დასაქმებული სმს შეტყობინებით გაათავისუფლოს?

არა. გათავისუფლების პოლიტიკა კანონპროექტში უცვლელი რჩება.

რა იცვლება შვებულების აღების მხრივ? შეუძლია თუ არა დამსაქმებელს უარი გვითხრას დასასვენებლად შერჩეულ დღეებზე?

დღემდე კანონის მიხედვით დასაქმებულებს შვებულება უწყვეტი დღეებით უნდა აეღოთ. არსებობდა იმის შესაძლებლობაც, რომ დასაქმებულის განაცხადის საფუძელზე გაყოფილიყო შვებულება ორად, თუმცა ამ შემთხვევაშიც პირველი შვებულება თანმიმდევრულად 2 კვირის პერიოდით უნდა ყოფილიყო.

ახალი კანონპროექტის თანახმად დასაქმებულს უფლება აქვს შვებულების დღეები გადაანაწილოს 2-ზე მეტ პერიოდზე.

შეგახსენებთ, რომ შრომის სამინისტრომ მინისტრთა კაბინეტს დასამტკიცებლად ახალი კანონპროექტი ორშაბათს, 30 ივნისს წარუდგინა სამუშაო საათების მოქნილობის გაზრდისა და ექსპრეს დაქირავების პროცედურების გამარტივების მიზნით. 

შრომის მინისტრის განცხადების თანახმად ცვლილებები, რომლებიც აღნიშნული კანონპროექტით გატარდება, მიზნად თანამშრომლების უფლებების დაცვას და ბიზნესის საჭიროებების დაკმაყოფილებას ისახავს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *