Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

თესალონიკი: დააკავეს ნარკოკარტელის შვიდი წევრი, რომელთაც დიდი ოდენობით კოკაინი გადაჰქონდათ

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დარტყმა ლათინური ამერიკიდან  კოკაინის გადამზიდავ  კარტელებზე.

საბერძნეთის პოლიციამ მოახერხა შვიდი ადამიანის დაკავება, რომლებმაც მიიღეს 100 კილოგრამი  ნარკოტიკი კონტეინერიდან, სალონიკის პორტში.

ოპერაცია დიავათაში მოხდა, პოლიციამ დააკავა ორი მანქანა, რომლითაც შვიდ ადამიანს დიდი ოდენობით კოკაინი გადაჰქონდა .

ოპერაცია განხორციელდა მას შემდეგ, რაც პოლიციამ მიიღო შეტყობინება   თესალონიკის პორტში დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი კონტეინერის შესვლის  შესახებ.

როგორც გაირკვა, შვიდი დაკავებული –  თესალონიკის საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები – კოკაინის გადასატანად ნაქირავებ მანქანებს იყენებდნენ.

ასევე აღნიშნულია, რომ სახლებში ჩატარებული ჩხრეკისას 70 000 ევრო ამოიღეს.

აღნიშნული კონტეინერი პორტში  ლათინური ამერიკიდან შევიდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კარტელებმა შეძლეს  ათენისა და თესალონიკის პორტები უპრობლემოდ  “გამოეყენებინათ”  ნარკოტიკების მიმღებ ბაზად, რომელთა გადატანა ევროპის ქვეყნებში სურდათ.

თუმცა, ამჯერად პოლიციამ, მათ ხელთ არსებული ინფორმაციის გამოყენებით, ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად  შეძლო კოკაინის მიმღებების დაკავება, რითიც  დაიწყო  ფართომასშტაბიანი გამოძიების ახალი ციკლი  ნარკომანიასთან ბრძოლის სფეროში.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *