Latest news
ისტორიული ვიდეო პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების პირველი წლისთავიდან იცით თუ არა რომ მოძრაობის წესების დარღვევისას ქვეითებიც ჯარიმდებიან ირაკლიო: რატომ ჰქონდა 18 წლის ბავშვს საწვავით სავსე ბოთლთან წვდომა საბერძნეთის სახელმწიფო საბჭოს ვიცე პრეზიდენტი: არ ვიზიარებ მერების წინასწარ უარყოფით დამოკიდებულებას ზეფირი: „კოლეგის გადარჩენა ვცადე, მაგრამ ჟანგბადი გამითავდა“  კოლონოს: ილიას მიხოსი სასამართლოში გადაიყვანეს ზეფირი: ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 2 მეხანძრის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი 34 წლის ქალსა და მი... ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აჯანყების 53-ე წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ჭიშკარი გაიხს... მიგრანტთა დაბრუნების ცენტრები: ორშაბათს გამოცხადდება ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ... „ბავშვის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი მისი მეტაბოლიზმი გახდა“ - აცხადებენ პატიმრობაში მყოფი 4 თვის...
ორშაბათი, ნოემბერი 16, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

თესალონიკი: დააკავეს 28 წლის ქალი, თვითნაკეთი მოლოტოვის კოქტეილებით ზურგჩანთაში

დიდი ოდენობით ფეთქებადი მასალის დამზადება-შენახვის ბრალდებით თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტში 28 წლის ქალი დააკავეს, რომლის ზურგჩანთაშიც შვიდი თვითნაკეთი მოლოტოვის კოქტეილი აღმოაჩინეს. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე იარაღის კანონის დარღვევის ბრალდებით აღიძრა.

პოლიციის ინფორმაციით, წინასწარი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ზურგჩანთა 28 წლის ქალს ეკუთვნოდა, რის გამოც დაიწყო ძიება, რაც საბოლოოდ მისი მფლობელის დაკავებით დასრულდა. ასევე ნაპოვნი და ამოღებულია წიწაკის სპრეი, აირწინაღი ორი ფილტრით, სამკურნალო პერორალური გელის შეფუთვა ცრემლსადენი გაზისგან დასაცავად და სხვა.

დაკავებულის მხარდასაჭერად თესალონიკის სასამართლოს წინ ანტიავტორიტარული დაჯგუფების წევრთა დიდი ოდენობა შეიკრიბა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *