Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

თესალონიკი: კლიენტმა მომსახურე პერსონალთან იჩხუბა და გაისროლა მაშინ, როცა რესტორანი ხალხით იყო სავსე

თესალონიკი: კლიენტმა მომსახურე პერსონალთან იჩხუბა და გაისროლა მაშინ, როცა რესტორანი ხალხით იყო სავსე

შაბთს გამთენიისას თესალონიკის დასავლეთ ნაწილში მდებარე, ერთ-ერთ რესტორანში აურზაური და სროლა ატყდა.

პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 31 წლის მამაკაცმა, რომელიც რესტორანში მის ორ მეგობართან ერთად იმყოფებოდა, რესტორნის თანამშრომელთან შელაპარაკების შემდეგ, ამოიღო იარაღი და რესტორნის ეზოში გაისროლა, მაშინ, როცა ეზოდან რესტორანში ორი ადამიანი შემოდიოდა. 

გასროლის შემდეგ 31 წლის მამაკაცმა მის 41 წლის მეგობართან ერთად იარაღი ბუჩქნარში გადამალა. დამნაშავეები მათი 26 წლის მეგობრის სახლში წავიდნენ დასამალად. თუმცა პოლიციამ ისინი მალევე დააფიქსირა და დააკავა. მათი დაკავების დროს ჩატარებული ჩხრეკისას სახლიდან ამოიღეს 1 პისტოლეტი და მცირე რაოდენობის მარიხუანა. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *