Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
ხუთშაბათი, ივლისი 2, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

დიდი მარხვა და მისი მნიშვნელობა მორწუნეთათვის

დიდი მარხვა და მისი მნიშვნელობა მორწუნეთათვის

დიდი მარხვა განსაკუთრებული თავშეკავების დროა, რომელიც მორწმუნეებს აღდგომის დღესასწაულის სათანადოდ შესახვედრად ამზადებს.

დიდი მარხვა დადგენილია უდაბნოში იესო ქრისტეს ორმოცდღიანი მარხვის მოსახსენებლად და ვნების კვირის ჩათვლით გრძელდება 7 კვირა (49 დღე). განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ვნების კვირას, რომელიც დიდი მარხვის ბოლო, აღდგომისწინა კვირას ჰქვია. ეს კვირა უფრო კონკრეტულად კი 6 დღე, იესო ქრისტეს ვნების, ჯვარცმისა და დასაფლავების მოგონებას ეძღვნება.

მოსაგონებელი მოვლენების უდიდესი მნიშვნელობის გამო ვნების კვირის ყოველ დღეს დიდს ვუწოდებთ.

საბერძნეთში ვნების კვირას “ყრუს” ან “მუნჯს”-საც კი უწოდებენ. 

საუბარი გვაქვს ამ სახელწოდებების განსაკუთრებით სიმბოლურ დატვირთვაზე, როცა მორწმუნეებს გლოვის პროცესში მდუმარებისკენ და ღრმა სულიერი სიმშვიდისკენ მოუწოდებს ეკლესია. 

“მუნჯი” ან “ყრუ” კვირის სახელწოდებად არჩევა შემთხვევითი არ არის. აღნიშნული სახელწოდებები გააზრებული დუმილისკენ მიგვითითებენ, რომელსაც მორწმუნეები თავად ირჩევენ. ეს არის პერიოდი, როცა ეკლესია ზღუდავს დღესასწაულებსა და ღონისძიებებში ჩართულობას და ყურადღებას შინაგან, სულიერ სამყაროზე ამახვილებს, რაც თავისთავად მოიაზრებს მორწმუნეების ხმაურისგან დისტანცირებას.

დუმილს განსაკუთრებული სულიერი დატვირთვა აქვს. კვირობით მარხვისა და სულიერ ჭიდილში ყოფნის შემდეგ ეკლესია მრევლს ვნების კვირის მწვერვალისთვის, აღდგომისთვის ამზადებს. 

აღნიშნული კვირა, როგორც დიდი მარხვის ყველა დღე, შინაგანი განწმენდისა და კონცენტრაციის პერიოდია. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *