Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიUncategorized

პატრა: ავტოსაგზაო შემთხვევამ მძღოლის სიცოცხლე იმსხვერპლა

პატრა: ავტოსაგზაო შემთხვევამ მძღოლის სიცოცხლე იმსხვერპლა

57 წლის კაცის სიცოცხლე იმსხვერპლა სამშაბათს, 22 აპრილს ღამით პატრა-კორინთოს ეროვნულ გზატკეცილზე მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ.

pelop.gr-ისა და tempo24.news-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გაჩერებულ მანქანას პატრასაკენ მიმავალი ავტომანქანა შეეჯახა. ძლიერი შეჯახების შედეგად გაჩერებული მანქანა ადგილიდან მოწყდა და კედელს შეეჯახა. საბედისწერო შეჯახების შედეგად ერთ-ერთი მძღოლი მძიმედ დაშავდა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებული დაუყოვნებლივ გადაიყვანა საავადმყოფოში, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

საგზაო პოლიციამ დაიწყო გამოძიება ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დასადგენად.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *