Latest news
საბერძნეთი: 1 ნომებრიდან ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი სალონიკი: დააკავეს 54 წლის ქალი, რომელსაც სახლში 37 კატა და 2 ძაღლი ჰყავდა „თვეში 800 ევროს მიხდიდნენ“ - როგორ აღმოჩნდა 87%-იანი შშმ სტატუსის მქონე 68 წლის ქალი „Χωριάτικο“-ს ... ახალი კანონპროექტი ელ.ენერგიის მომხმარებლებს ფასების ზრდისგან დაიცავს აფეთქება პლაკაზე: ერთი ნაჭერი სპილენძისთვის საყვარელი ადამიანები დავკარგეთ - აცხადებენ გარდაცვლილთა ... შთამბეჭდავი ექსპონატები და ფრენის სიმულატორები სინდაღმას მეტროს სადგურზე - გამოფენა კვირამდე 1 ნოემბ... საბერძეთის ადვოკატთა ასოციაციები მსესხებლების უფლებების დარღვევის მრავალრიცხოვან შემთხვევებზე საუბრო... გამოძიება საცხობების ქსელი Χωριάτικο-ს სკანდალთან ΑΑΔΕ-ს თანამშრომლების კავშირს იკვლევს ნოემბრის დასაწყისში უხვი ნალექი და ძლიერი წვიმებია მოსალოდნელი პლაკაზე მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
შაბათი, ოქტომბერი 31, 2026
საბერძნეთიUncategorized

„თვეში 800 ევროს მიხდიდნენ“ – როგორ აღმოჩნდა 87%-იანი შშმ სტატუსის მქონე 68 წლის ქალი „Χωριάτικο“-ს ბიზნესქსელის კომპანიების ფორმალური მმართველის პოზიციაზე

„თვეში 800 ევროს მიხდიდნენ“ – როგორ აღმოჩნდა 87%-იანი შშმ სტატუსის მქონე 68 წლის ქალი „Χωριάτικο“-ს ბიზნესქსელის კომპანიების ფორმალური მმართველის პოზიციაზე

კუნძულ ზაკინთოსზე მცხოვრები 68 წლის ქალი, რომელსაც ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები და ოფიციალურად დადგენილი 87%-იანი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი აქვს, „Χωριάτικο“-ს ბიზნესქსელთან დაკავშირებული კომპანიების საქმეში აღმოჩნდა ჩართული. მისი თქმით, ფინანსური სირთულეების გამო დათანხმდა შეთავაზებას, რომლის სანაცვლოდაც თვეში 800 ევროს მიიღებდა და კომპანიების ოფიციალურ დოკუმენტებში პარტნიორად და მმართველად იქნებოდა მითითებული.

ქალის განცხადებით, თავდაპირველად თანხას სამი თვის განმავლობაში სრულად უხდიდნენ, შემდეგ კი ანაზღაურება შეუმცირეს და საბოლოოდ გადახდები საერთოდ შეწყვიტეს. მიუხედავად ამისა, მისი სახელი კომპანიების რეესტრში კვლავ ფიქსირდებოდა, რამაც საგადასახადო და სადაზღვევო ვალდებულებებთან დაკავშირებული პრობლემები შეუქმნა. მისი თქმით,  საპენსიო პროცედურებიის გავლის პროცესშიც შეექმნა პრობლემები აღნიშნული გადახდების გამო.

საქმის მასალების მიხედვით, ქალი რამდენიმე კომპანიაში ფიგურირებდა, მათ შორის „Αρτοποιεία Ασπροπύργου“, „GUSTUS ALL DAY“ და „ASK WORK SCHOOL“-ში, სადაც გარკვეულ პერიოდში ერთადერთი პარტნიორის, მმართველისა და ლიკვიდატორის სტატუსიც ჰქონდა. განსაკუთრებით საყურადღებოა ბოლო კომპანიის შემთხვევა, სადაც საბერძნეთის სოციალური დაზღვევის სააგენტოს (ΕΦΚΑ) მონაცემებით, თანამშრომელთა სადაზღვევო შენატანების გადაუხდელობის გამო კომპანიის წინააღმდეგ სამი საჩივარია შეტანილი, საერთო ჯამში 239 212,50 ევროს ოდენობის დავალიანებაზე.

საქმეში მონაწილე სხვა პირების ადვოკატი, სტათის მიცოკალისი, აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფებმა აღიარეს შეცდომა, როდესაც მცირე ანაზღაურების სანაცვლოდ კომპანიების ფორმალურ პარტნიორობასა და მმართველობას დათანხმდნენ. თუმცა, მისი მტკიცებით, მათ არ იცოდნენ ბიზნესქსელის რეალური მასშტაბებისა და საქმიანობის შესახებ და არ ჰქონდათ მაღაზიების მართვის, ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებისა თუ მოგების განაწილების შესაძლებლობა.

ადვოკატის განცხადებით, ამ ადამიანების სახელების გამოყენებით ხორციელდებოდა მილიონობით ევროს ფინანსური ოპერაციები, რის შედეგადაც ისინი მძიმე სისხლისსამართლებრივი ბრალდებებისა და დიდი საგადასახადო დავალიანებების წინაშე აღმოჩნდნენ.

მისივე ინფორმაციით, ბრალდებულები დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს, რადგან გამოძიებამ მიიჩნია, რომ მათი შეზღუდული მონაწილეობა არ ნიშნავდა დანაშაულებრივი ორგანიზაციის უშუალო წევრობას და არც წარდგენილ დანაშაულებში თანამონაწილეობის ნიშნებს შეიცავდა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *