Latest news
საბერძნეთი: 1 ნომებრიდან ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი სალონიკი: დააკავეს 54 წლის ქალი, რომელსაც სახლში 37 კატა და 2 ძაღლი ჰყავდა „თვეში 800 ევროს მიხდიდნენ“ - როგორ აღმოჩნდა 87%-იანი შშმ სტატუსის მქონე 68 წლის ქალი „Χωριάτικο“-ს ... ახალი კანონპროექტი ელ.ენერგიის მომხმარებლებს ფასების ზრდისგან დაიცავს აფეთქება პლაკაზე: ერთი ნაჭერი სპილენძისთვის საყვარელი ადამიანები დავკარგეთ - აცხადებენ გარდაცვლილთა ... შთამბეჭდავი ექსპონატები და ფრენის სიმულატორები სინდაღმას მეტროს სადგურზე - გამოფენა კვირამდე 1 ნოემბ... საბერძეთის ადვოკატთა ასოციაციები მსესხებლების უფლებების დარღვევის მრავალრიცხოვან შემთხვევებზე საუბრო... გამოძიება საცხობების ქსელი Χωριάτικο-ს სკანდალთან ΑΑΔΕ-ს თანამშრომლების კავშირს იკვლევს ნოემბრის დასაწყისში უხვი ნალექი და ძლიერი წვიმებია მოსალოდნელი პლაკაზე მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
შაბათი, ოქტომბერი 31, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ახალი კანონპროექტი ელ.ენერგიის მომხმარებლებს ფასების ზრდისგან დაიცავს

ახალი კანონპროექტი ელ.ენერგიის მომხმარებლებს ფასების ზრდისგან დაიცავს

საბერძნეთის გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის სამინისტრომ პარლამენტში წარადგინა ახალი კანონპროექტი, რომელიც ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმას, მომხმარებლების დაცვას ელექტროენერგიის ფასების მკვეთრი ცვლილებებისგან და განახლებადი ენერგიის განვითარებას ითვალისწინებს. კანონპროექტის განხილვა სამშაბათს პარლამენტის წარმოებისა და ვაჭრობის კომიტეტში დაიწყება.

კანონპროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისა და ბიზნესის დაცვა ენერგეტიკულ ბაზარზე ფასების მერყეობისგან, რაც განსაკუთრებით გამწვავდა 2021 წელს დაწყებული ენერგეტიკული კრიზისის შემდეგ. დაგეგმილია მომხმარებლებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, ენერგიის თვითწარმოების შესაძლებლობების გაფართოება და ელექტროქსელების მართვის გაუმჯობესება, რათა შემცირდეს ელექტროენერგიის მიერთების შეფერხებები და მომხმარებლებზე ფასების ცვლილების გავლენა.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საბერძნეთის კუნძულების ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას. ამჟამად ელექტროქსელთან დაუკავშირებელი კუნძულების ნაწილი ელექტროენერგიის წარმოებისთვის ნავთობპროდუქტებზეა დამოკიდებული, რაც ენერგიის მაღალ ფასსა და გარემოს დაბინძურებას იწვევს. ამ პრობლემის მოსაგვარებლად დაგეგმილია 2,3 მილიარდი ევროს ინვესტიცია, რომელიც კუნძულების ენერგეტიკულ სისტემაში დეკარბონიზაციასა და განახლებადი ენერგიის განვითარებას მოხმარდება.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს განახლებადი ენერგიის პროექტების განხორციელების გამარტივებას, კერძო ელექტროქსელების კონტროლისა და მოვლა-პატრონობის გაძლიერებას, მიწისზედა ელექტროგადამცემი ხაზების მიწისქვეშა ქსელებით ჩანაცვლების წახალისებას და მოქმედი ენერგეტიკული სადგურების განახლებას.

გარდა ამისა, გათვალისწინებულია ელექტროენერგიის უარყოფითი ფასების პერიოდში თვითმომხმარებლების ფინანსური ინტერესების დაცვა და საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის საერთო სარგებლობის მომსახურების (ΥΚΩ) გადასახადებით გამოწვეული ფინანსური ტვირთის შემცირების საკითხის მოგვარება.

კანონპროექტის მთავარი მიზანია ელექტროენერგიის ბაზრის უფრო გამჭვირვალე და მოქნილი სისტემის შექმნა, მომხმარებლების ფინანსური დაცვის გაძლიერება, ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესება და კუნძულების ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ხელშეწყობა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *