Latest news
საბერძნეთი: 1 ნომებრიდან ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი სალონიკი: დააკავეს 54 წლის ქალი, რომელსაც სახლში 37 კატა და 2 ძაღლი ჰყავდა „თვეში 800 ევროს მიხდიდნენ“ - როგორ აღმოჩნდა 87%-იანი შშმ სტატუსის მქონე 68 წლის ქალი „Χωριάτικο“-ს ... ახალი კანონპროექტი ელ.ენერგიის მომხმარებლებს ფასების ზრდისგან დაიცავს აფეთქება პლაკაზე: ერთი ნაჭერი სპილენძისთვის საყვარელი ადამიანები დავკარგეთ - აცხადებენ გარდაცვლილთა ... შთამბეჭდავი ექსპონატები და ფრენის სიმულატორები სინდაღმას მეტროს სადგურზე - გამოფენა კვირამდე 1 ნოემბ... საბერძეთის ადვოკატთა ასოციაციები მსესხებლების უფლებების დარღვევის მრავალრიცხოვან შემთხვევებზე საუბრო... გამოძიება საცხობების ქსელი Χωριάτικο-ს სკანდალთან ΑΑΔΕ-ს თანამშრომლების კავშირს იკვლევს ნოემბრის დასაწყისში უხვი ნალექი და ძლიერი წვიმებია მოსალოდნელი პლაკაზე მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
შაბათი, ოქტომბერი 31, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

შთამბეჭდავი ექსპონატები და ფრენის სიმულატორები სინდაღმას მეტროს სადგურზე – გამოფენა კვირამდე 1 ნოემბრამდე გაგრძელდება

შთამბეჭდავი ექსპონატები და ფრენის სიმულატორები სინდაღმას მეტროს სადგურზე – გამოფენა კვირამდე 1 ნოემბრამდე გაგრძელდება

საბერძნეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა (Πολεμική Αεροπορία) ათენში, სინდაღმას მეტროს სადგურზე, სპეციალური საგამოფენო სივრცე მოაწყო, რომელიც მთავარანგელოზ მიქაელის, სამხედრო-საჰაერო ძალების მფარველის, დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიხსნა.

გამოფენა 30 ოქტომბერს, პარასკევს, საბერძნეთის სამხედრო-საჰაერო ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ავიაციის გენერალ-ლეიტენანტმა დიმოსთენის ღრიღორიადისმა გახსნა. მან დაათვალიერა ექსპოზიცია და გაესაუბრა სამხედრო-საჰაერო ძალების წარმომადგენლებსა და დამთვალიერებლებს.

საგამოფენო სივრცე სინდაღმას მეტროს სადგურის მრავალფუნქციურ დარბაზში 30 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით იმუშავებს.

გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დაათვალიერონ:

  • F-16 და F-35 ტიპის სამხედრო თვითმფრინავების ფრენის სიმულატორები;
  • ვირტუალური რეალობის (VR) მოწყობილობები;
  • იკაროსის საჰაერო აკადემიისა და საჰაერო ძალების მუდმივმოქმედი უნტეროფიცერთა სკოლის საინფორმაციო სტენდები;
  • სამხედრო ავიაციის სხვადასხვა ექსპონატი.

ღონისძიებების ფარგლებში ასევე იმართება კონცერტები, რომლებშიც სამხედრო-საჰაერო ძალების ორკესტრი მონაწილეობს.

გამოფენა დამთვალიერებლებს სამხედრო ავიაციის ტექნოლოგიებისა და შესაძლებლობების გაცნობის საშუალებას აძლევს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *