Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
მსოფლიო

თურქეთში დააკავეს 16 წლის მოზარდი, რომელმაც პრეზიდენტ ერდოღანის ფოტოს ულვაშები მიახატა

როგორც თურქეთის ოპოზიციასთან დაახლოებული ზოგიერთი მედიაწყარო იუწყება,  სამხრეთ თურქეთში, მერსინაში, გუშინ  საღამოს დააკავეს და ციხეში გადაიყვანეს 16 წლის ბიჭი, პრეზიდენტ ერდოღანის წინასაარჩევნო პლაკატზე  “ჰიტლერის  ულვაშის” მიხატვის გამო.

გავრცელებული ინფორმაციით  გიმნაზიის მოსწავლეს ბრალი ედება  თურქეთის პრეზიდენტის სასახლესთან  გაკრულ პლაკატზე “ჰიტლერის ულვაშის” კალმით მიხატვასა და შეურაცხმყოფელი კომენტარების დაწერაში.

პოლიციამ ამოიღო სათვალთვალო კამერების ჩანაწერები და დაადგინა 16 წლის მოზარდის ვინაობა, რომელიც საკუთარ სახლში დააკავეს.

დაკითხვისას მან აღიარა, რომ ულვაშები დახატა, მაგრამ უარყო  შეურაცხმყოფელი კომენტარის დაწერა.

დაკავებული  პროკურატურას წარუდგინეს და  “პრეზიდენტის შეურაცხყოფის” ბრალდებით   არასრულწლოვანთა ციხეში გადაიყვანეს.

„პრეზიდენტის შეურაცხყოფა“ ერთ-ერთი ყველაზე ხშირად წარდგენილი ბრალდებაა თურქეთში, იუსტიციის სამინისტროს სტატისტიკით, 2022 წელს 16753 ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა.

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *