Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

ნეა მაკრი: დაგვიანებული რეაგირების გამო 18 წლის ფეხმძიმე ქალი და ბავშვი გარდაიცვალნენ

გავრცელდა ინფორმაცია სამშაბათს ნეა მაკრში 18 წლის ფეხმძიმე ქალისა და ბავშვის დაღუპვის შესახებ, ამავე ინფორმაციით მისმა ახლობლებმა სასწრაფო დახმარების მანქანა დაგვიანებით გამოიძახეს.

EKAB- ის ინფორმაციით , პირველი ზარი სამშაბათს, დილის 11 საათზე განხორციელდა და  ჩანაწერში დაფიქსირდა, რომ 8 თვის ორსული ქალი ცუდად იყო.

როგორც იგივე წყაროები აცხადებენ, ინციდენტი ამ მახასიათებლებით არ შეფასებულა როგორც გადაუდებელი, ორსულობის მოწინავე სტადიის გათვალისწინებით.

დაახლოებით 1,5 საათის შემდეგ, სამშაბათს 12:35 საათზე, EKAΒ-მა მიიღო მეორე ზარი ორსული ქალის შესახებ, რომელშიც დაფიქსირდა, რომ გოგონას ტკივილები აწუხებდა და სავარაუდოდ მშობიარობა იწყებოდა.

მეორე გამოძახების შემდეგ სასწრაფო დახმარების ბრიგადა ექიმთან ერთად გავიდა გამოძახების მისამართზე  და გოგონას სახლთან 25 წუთში, დღის 13:00 საათზე მივიდა.

თუმცა, ადგილზე მისულ მაშველებს და ექიმებს გოგონა უკვე გარდაიცვლილი დახვდათ.

წყაროები იუწყებიან, რომ ორივე სატელეფონო ზარში ორსული ქალის ახლობლების მხრიდან არ ყოფილა დეტალურად  აღწერილი და სწორად  შეფასებული გარდაცვლილი გოგონას მდგომარეობა.

თუმცა, სასწრაფო დახმარების სამსახურის ადმინისტრაციამ მოითხოვა შესაბამისი ექსპერტიზის  ჩატარება ინციდენტთან დაკავშირებით, რათა დადგინდეს, განხორციელდა თუ არა დროული რეაგირება მათი მხრიდან და ასევე შეფასდეს გამოძახების დროს დაფიქსირებული ორივე  სატელეფონო ზარის ჩანაწერები.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *