Latest news
გაფრთხილება მძღოლებს, რომლებსაც მაღალი სიჩქარე იტაცებთ როგორ შეიძლება მატარებლის დამოხრუჭება ელ.ენერგიად გარდაიქმნას ატიკის რეგიონი დასავლეთ ნილოსის ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის ზომებს იღებს 21 აგვისტო პროგრამაზე "ტურიზმი ყველასთვის" განცხადებების მიღების ბოლო დღეა  საბერძნეთისა და კვიპროსის შეთანხმების გეოპოლიტიკური მნიშვნელობა და თურქეთის პოზიცია პროექტის მიმართ საბერძნეთის "მწვანე პოლიტიკა" ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად პატარა კუნძულებიდან დაიწყება საბერძნეთს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში 21 ობიექტი აქვს  როდემდე შეძლებენ საბერძნეთის მოქალაქეები დასაქმების პროგრამაზე რეგისტრაციას დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა
სამშაბათი, აგვისტო 25, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

ილია: მინდა თვალებში ჩავხედო და ვკითხო რატომ მოექცა ჩემს შვილს ასე – აცხადებს 11 წლის ვასილიკის დედა

ილია: მინდა თვალებში ჩავხედო და ვკითხო რატომ მოექცა ჩემს შვილს ასე – აცხადებს 11 წლის ვასილიკის დედა

განადგურებულები არიან 11 წლის ვასილიკის მშობლები, რომელიც პირღოსში ბიძამ მოკლა.

Mega-სთან საუბრისას მშობლები შეეხნენ 2017 წელს მომხდარ შემთხვევასაც, როცა 37 წლის მკვლელი გაასამართლეს 14 წლის გოგონას გაუპატიურებისთვის. მთავარი კითხვა, რაც მათ აწუხებს არის, თუ რატომ არ დაიჭირეს დამნაშავე 2017 წელს.

როგორც მოგეხსენებათ 2017 წელს 37 წლის მკვლელი 14 წლის გოგონას გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს, თუმცა 2020 წელს სასამართლომ გაითვალისწინა და დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა სასჯელის აღსრულების შეჩერების თაობაზე სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვამდე. შესაბამისად დაკავებული გაათავისუფლეს. მას შეეფარდა პირობითი თავისუფლების აღკვეთა, რაც ითვალისწინებდა დროდადრო რაიონის პოლიციაში გამოცხადებას.

გამომდინარე აქედან პირობითი სასჯელით 37 წლის ბრალდებულს ციხეში ერთი დღეც აღარ გაუტარებია. დაუსჯელობის სინდრომის საფუძველზე კი 11 წლის ვასილიკი ბიძამ სიცოცხლეს გამოასალმა.

“ჩემი შვილის მკვლელს 2017 წელს მისჯილი სასჯელი 18 წლიდან 9 წლამდე შეუმცირეს. გაუპატიურებაში ედებოდა ბრალი, რატომ არ ჩასვეს ციხეში?!” – განაცხადა ინტერვიუში მოკლული გოგონას დედამ და იქვე აღნიშნა, რომ საკუთარი შვილის მკვლელის ცოლი მისი ბავშვობის მეგობარია.

კითხვაზე, თუ რას ეტყოდა შვილის მკვლელს ატირებულმა დედამ უპასუხა: “თვალებში ჩავხედავდი და ვკითხავდი, რატომ მოკლა ჩემი შვილი. მინდა პასუხი გამცეს.”

11 წლის ვასილიკის მამამ კი მწუხარებისგან ძლივს მოუყარა სიტყვებს თავი და განაცხადა: “ხშირად არ მოდიოდა ჩვენთან სტუმრად. ჩემი გოგონა მას მანქანას ურეცხავდა ხოლმე.”

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *