Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიUncategorized

ინსტაგრამ ინფლუენსერი 230 000 ევროს ოდენობის ჯარიმას გადაურჩა

ინსტაგრამ ინფლუენსერი 230 000 ევროს ოდენობის ჯარიმას გადაურჩა

საგადასახადო სამსახური ამკაცრებს კონტროლს და ახორციელებს ზეწოლას სოც.მედიის მთავარ გმირებზე, კერძოდ ინფლუენსერებზე, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში არეკლამებენ სხვადასხვა სახის პროდუქტებსა და სერვისებს.

ამჯერად შემოსავლების სამსახურმა მიზანში ერთ-ერთი ინფლუენსერი ამოიღო კუნძული სიროსიდან და გადაამოწმა აჩვენებს თუ არა სრულად იმ შემოსავალს, რასაც ყოველთვიურად იღებს. შემოსავლების სამსახურმა ინფლუენსერი არაპირდაპირი კონტროლის გზით, ელექტრონულად გადაამოწმა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ინფლუენსერმა იცოდა როგორ გაემართლებინა მისი შემოსავლის წარმომავლობა გადაწყვიტა მიემართა ადმინისტრაციული დავების განხილვის კომისიას და სწორედ ასე შეძლო თავი დაეღწია ჯარიმისთვის, რომელიც შემოსავლების დაფარვისთვის ეკუთვნოდა. 

აღნიშნული ინფლუენსერის შემთხვევა არ არის იმის გარანტი, რომ აუცილებლად ყველა ინფლუენსერი შეძლებს თავი დააღწიოს ჯარიმას, რომელიც შემოსავლების დამალვისთვის ეკუთვნის. მიუხედავად იმისა, რომ ინფლუენსერებმა კარგად იციან, თუ როგორ დაიცვან თავი კანონით, საგადასახადო სამსახურის ახალი კონტროლის საშუალებისთვის,  რობოტისთვის, საკმარისია ერთი ფოტოსურათიც კი ინფლუენსერების პირადი გვერდიდან, რომ დაიწყოს ფინანსური გამოძიება. აღსანიშნავია ისიც, რომ უკვე საბანკო ანგარიშებზე და შემოსავლებზე შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სისტემისთვის წვდომა ავტომატურია. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *