Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

ირაკლიო: ადგილობრივი სასულიერო პირი პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ-აღმოჩენილია ძვირადღირებული ხატები და დიდი ოდენობით თანხა

კრიტზე, ირაკლიოს გარეუბანში მდებარე ერთ-ერთი ეკლესის მსახური სასულიერო პირი ბოლო დროს პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ მოექცა, რადგან მის მფლობელობაში აღმოჩნდა ძვირადღირებული ძველი ხატები, რომლებიც არ იყო რეგისტრირებული და ასევე დიდი ოდენობით თანხები!

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ყველაფერი რამდენიმე თვის წინ დაიწყო, როდესაც  შესაბამისი ინფორმაციის მიღების საფუძველზე უცნაური პაკეტების შესახებ, რომლებსაც მღვდელი ძირითადად საკურიერო სერვისით იღებდა, პოლიციის თანამშრომლებმა დაიწყეს გამოძიება, როგორც ეკლესიაში, სადაც ის მსახურობს, ასევე მის სახლში.

ინფორმაციში ნათქვამია, რომ დაურეგისტრირებელი ხატები იპოვეს ტაძარში და ამოიღეს, რათა გამოეკვლიათ, ექვემდებარება თუ არა ისინი სიძველეთა ეფორატს.

ამავდროულად, მღვდლის სახლში 150-170 ათასი ევროს ოდენობის თანხა აღმოაჩინეს. ფული, როგორც ცნობილი გახდა, სხვადასხვა ადგილას იყო დამალული, მათ შორის ქოთნებში და სამზარეულოს ჭურჭელში.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხატები გამოიკვლიეს ირაკლიოს სიძველეთა ეფორატის სპეციალისტებმა, რომლებმაც დაადგინეს, რომ ისინი მართლაც ძალიან ძველია.

ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება, თუ რა გზით მოხვდა ძვირადღირებული ხატები კონკრეტული მღვდლის ეკლესიაში და ასევე მის სახლში აღმოჩენილი დიდი ოდენობით თანხის წარმომავლობის დასადგენად.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *