Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

კუნძულ კოზე ტურისტი ინგლისიდან 29 წლის ნიგერიის მოქალაქემ გააუპატიურა

კუნძულ კოზე ტურისტი ინგლისიდან 29 წლის ნიგერიის მოქალაქემ გააუპატიურა

ტურისტმა ინგლისიდან, რომელიც კუნძულ კოზე საზაფხულო შვებულების გასატარებლად იმყოფება პოლიციას შაბათს შუადღეს დასახმარებლად მიმართა. საჩივარში ძალადობის მსხვერპლი აცხადებს, რომ 29 წლის ნიგერიის მოქალაქემ მასზე სექსუალურად იძალადა.

სამართალდამცავმა ორგანოებმა ბრალდებულის დაკავება მეორე დღესვე, კვირასვე შეძლეს და დაუყოვნებლივ გადაიყვანეს პროკურორთან დაკითხვაზე.

26 წლის ინგლისის მოქალაქის მიერ მიცემული ჩვენების თანახმად მოძალადე მას შაბათს გამთენიისას მიუახლოვდა მაშინ, როცა გოგონა ღამის კლუბიდან გარეთ გავიდა სიგარეტის მოსაწევად. ბრალდებული გოგონას თანხმობის გარეშე შეეხო და აიძულა სექსუალური აქტი დაემყარებინა მასთან.

დაკავებული აცხადებს, რომ მათ შორის სექსუალური კავშირი გოგონას თანხმობის საფუძველზე მოხდა. 

პროკურორის განკარგულებით 26 წლის გოგონას ჩაუტარდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რათა დადგინდეს აღენიშნება თუ არა ძალადობის კვალი სხეულზე.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *