Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
Uncategorizedსაბერძნეთი

ირაკლიო: ავტომანქანა, რომელსაც მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, მოხუცებულს დაეჯახა

ირაკლიო: ავტომანქანა, რომელსაც მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, მოხუცებულს დაეჯახა

კვირას შუადღეს, ირაკლიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოხუცებული ქალი დაშავდა. 

Cretapost-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 85 წლის ქალი ხრისტომიხალი ქსილურის ქუჩის გადაკვეთას ცდილობდა, როდესაც მას ავტომანქანა დაეჯახა. მანქანას 57 წლის მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში მართავდა.

შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელმაც დაშავებული ირაკლიოს საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა.

საგზაო პოლიციამ ავტომანქანის მძღოლის შემოწმებისას დაადგინა, რომ ის ნასვამ მდგომარეობაში მართავდა მანქანას. 57 წლის კაცი განყოფილებაში გადაიყვანეს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *