Latest news
პროკურორმა 89 წლის კაცის პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო თეთრი ბუშტებით გააცილეს 13 წლის კონსტანტინე  ვოლოსის მერი 3 თვის განმავლობაში უპატრონოდ დარჩენილი ძაღლების ევთანაზიის მომხრეა  45 წლიანი კარიერის შემდეგ პილოტის ბოლო გულისამაჩუყებელი დაშვება 1 მაისი: საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების განრიგი 1 მაისი - მშრომელთა საერთაშორისო დღე შრომის დღისადმი მიძღვნილი გაფიცვა და აქცია ათენის ცენტრში დღეს ათენის ცენტრი  დილის საათებში გადაიკეტება სალონიკი: წამითაც კი არ დავფიქრებულვარ, ყველაფერი ისე სწრაფად და სპონტანურად მოხდა - აცხადებს 18 წლი... საბერძნეთი დემოგრაფიული პრობლემის წინაშე დგას
პარასკევი, მაისი 1, 2026
საბერძნეთი

თესალონიკი: 52 წლის მძღოლმა, რომელსაც პოლიცია მისდევდა დახმარებისთვის ისევ პოლიციას მიმართა

კომედიური ჟანრის ფილმის სიუჟეტს ჰგავდა 2020 წელს, პოლიციასა და მოქალაქეს შორის გაუგებრობის ნიადაგზე მომხდარი უცნაური ინციდენტი, რომლის დროსაც დაკავებული მოქალაქე სასამართლომ გახანგრძლივებული პროცესის შემდეგ საბოლოოდ უდანაშაულოდ სცნო და ბრალი მოუხსნა.

კერძოდ, 2020 წლის 2 ოქტომბერს, გამთენიისას, თესალონიკში ხალკიდონას რაიონში მდებარე ერთ-ერთი კერძო კომპანიის კუთვნილ შენობაში მოულოდნელად სიგნალიზაცია ჩაირთო, რის შემდეგაც ადგილზე მივიდა  უსაფრთხოების დეპარტამენტის ორი, ჩვეულებრივ, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული წარმომადგენელი შენობის შესამოწმებლად.

პარალელურად, იმავე დროს,იმავე ადგილას აღმოჩნდა 52 წლის მამაკაცი ავტომანქანით, რომელსაც ალკოჰოლური სასმელი ჰქონდა მიღებული.

52 წლის მძღოლმა ზემოთ აღნიშნულ კერძო კომპანიის შენობასთან მიახლოებისას, რომელიც, როგორც აღმოჩნდა მისი მეგობრის საკუთრება იყო, დაინახა გაჩერებული მანქანა და ორი მამაკაცი, რომლებიც იქვე ტრიალებდნენ.

მან იფიქრა, რომ იყვნენ ქურდები, რომლებიც შენობის გაძარცვას აპირებდნენ და გადაწყვიტა შეეშინებინა ისინი, მიუახლოვდა რა მათ ავტომანქანის მკვეთრი მანევრირებით.

თავის მხრივ, პოლიციელებმაც შენიშნეს  მამაკაცი ავტომანქანით და ჩათვალეს, რომ ის იყო ამ კერძო კომპანიის მფლობელი, რომელიც სიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ ადგილზე სიტუაციაში გასარკვებად მივიდა და რათქმაუნდა მისკენ გაემართნენ რათა  თავიანთი სტატუსი ეცნობებინათ და მისი ვინაობა შეემოწმებინათ, მაგრამ მამაკაცმა მოულოდნელად სწრაფად დაძრა ავტომანქანა მათი მიმართულებით, შემდეგ კი ადგილიდან გაუჩინარდა, პოლიციის თანამშრომლები მას დაედევნენ.

როგორც შემდეგ აღმოჩნდა შემთხვევის ადგილიდან გაქცეული მძღოლი მაშინვე  პოლიციის უახლოესი განყოფილებისკენ გაემართა, სადაც მისულმა განაცხადა, რომ მძარცველები, რომლებიც მან დაინახა და მათი შეშინება სცადა, თავს დაესხნენ და მან გაქცევით უშველა თავს, თუმცა განყოფილებაში მისულს თავადვე დაადეს ხელბორკილები და დააკავეს ნასვამ მდგომარეობაში, ავტომანქანით პოლიციის თანამშრომლების გატანის მცდელობისთვის.

საბოლოოდ გამოიკვეთა ერთი დიდი გაუგებრობის ორი ვერსია- 52 წლის მძღოლი, რომელმაც  მისი მეგობრის კუთვნილი კომპანიის შენობაში მძარცველები შენიშნა, სცადა მათი შეშინება, შემდეგ კი რეაგირებისთვის პოლიციის განყოფილებას მიმართა და მეორე მხარეს პოლიცია, რომელთაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფი 52 წლის მამაკაცი მისი კუთვნილი ავტომობილით პოლიციის თანამშრომლების გატანის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

საბოლოოდ 52 წლის მძღოლი, რომელიც დაკავებული იყო მკვლელობის და  სხეულის მძიმე  დაზიანების მცდელობის ბრალდებით, გაამართლეს და მიესაჯა 4-თვიანი პირობითი პატიმრობა მხოლოდ  უხეში ძალადობისა და ნასვამ მდგომარეობაში ავტომანქანის მართვისთვის.

მან ბოდიში მოუხადა პოლიციელებს, თუმცა იქვე განაცხადა: იმის გამო რომ მან ვერ შეძლო სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულ, ორ გაუპარსავ მამაკაცში პოლიციის თანამშრომლების ამოცნობა და ისინი  ქურდები ეგონა,  არ შეიძლება ადამიანის  ციხეში ჩასმა, რომ ეს იყო მხოლოდ გაუგებრობის ნიადაგზე მომხდარი ინციდენტი და მას  არავის განზრახ დაზიანება არ ჰქონდა გამიზნული, რომ მან უბრალოდ ავტომანქანით მანევრირებით მათი შეშინება სცადა.

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *