Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ირაკლიო: ექსკურსიაზე დიდი ოდენობით ალკოჰოლის მოხმარების შედეგად 17 წლის ბიჭმა გონება დაკარგა

ირაკლიო: ექსკურსიაზე დიდი ოდენობით ალკოჰოლის მოხმარების შედეგად 17 წლის ბიჭმა გონება დაკარგა

17 წლის სკოლის მოსწავლე ათენიდან კუნძულ კრეტაზე, კერძოდ ირაკლიოში საგანმანათლებლო ექსკურსიის ფარგლებში იმყოფებოდა.

შაბათს ღამით, როდესაც სკოლის მოსწავლეები სავახშმოდ გავიდნენ ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ რესტორანში, 17 წლის ბიჭმა ალკოჰოლი მიიღო. არასრულწლოვანმა თავი მალევე შეუძლოდ იგრძნო რის გამოც მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.

მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და საავადმყოფოდანაც პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ გამოწერეს, პოლიციამ დააკავა 53 წლის მასწავლებელი, რომელიც მოსწავლეებს ზედამხედველობას უწევდა ექსკურსიაზე, რესტორნის 39 წლის მფლობელი და 27 წლის მიმტანი.

სამივე დაკავებულს პროკურორთან დაკითხვაზე გადაიყვანენ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *