Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთი

ათენში ცნობილი ადვოკატის შვილი განმეორებითი ქურდობის ფაქტზე დააკავეს

ათენში ერთ-ერთი ცნობილი ადვოკატის შვილი პერისტერში მორიგი  ქურდობის ფაქტზე დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, გასულ ორშაბათს, გამთენიისას, 24 წლის ქურდი და მისი თანამზრახველი თემისტოკლეუს ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე მდებარე კოსმეტიკურ სალონში და სტომატოლოგიურ კაბინეტში ძარცვის მიზნით შეიჭრნენ.

პირველი ოპერაციიდან მათ იპოვეს და წაიღეს 217 ევროს ოდენობის თანხა მონეტებში, ხოლო მეორედან ხელცარიელები გამოვიდნენ.

დასავლეთ ატიკას DI.AS-ის გუნდის მოტოციკლისტებმა სრულიად შემთხვევით გაიარეს აღნიშნულ ტერიტორიაზე და  შენიშნეს მძარცველები იმ დროს როდესაც აივნიდან ხტებოდნენ და ტერიტორიას ტოვებდნენ და მათი დაკავება სცადეს. პოლიციელების დანახვაზე ორივე დამნაშავე ვიწრო ქუჩებში, სხვადასხვა მიმართულებით გაიქცა, თუმცა პოლიციამ მოახერხა მათი დაკავება.

მძარცველებს თან აღმოაჩნდათ მოპარული თანხა, ხელთათმანები და სახრახნი, რომლითაც აღნიშნული ობიექტები გატეხეს.

ორივე დამნაშავე პერისტერის პოლიციის დეპარტამენტში გადაიყვანეს და დააკავეს.

ცნობილი ადვოკატის ვაჟი მანამდეც რამდენჯერმე იყო შემჩნეული და დაკავებული პოლიციის მიერ ათენის ცენტრში ოფისების ძარცვისთვის, ასევე 2018 წელს ჩადენილი  ძარცვისთვის, რომლის მსხვერპლიც ასევე ცნობილი ადვოკატი იყო.

ამ კონკრეტული ძარცვის დროს ის  თანამზრახველთან ერთად შეიჭრა საადვოკატო ოფისში ექსარხიაში, სოლონოს ქუჩაზე.

მათ აივნის კარი შეამტვრიეს და შიგნით შევიდნენ, იქვე დივანზე მძინარე ადვოკატი უმოწყალოდ სცემეს და საბანი გადაფარეს.

ისინი საადვოკატო ოფისში დაახლოებით ერთი საათი დარჩნენ. გაჩხრიკეს მთლიანი შენობა და წაიღეს 200 ევრო, ბრიტანული ფუნტი, ოქროს ჯვარი, მსხვერპლის 5000 ევროს ღირებულების საათი, მობილური ტელეფონი და საფულე. მოხუცი ადვოკატი კი უმწეო მდგომარეობაში იქვე დატოვეს, რომელმაც ბოლოს მოახერხა და პოლიციას აცნობა. აღნიშნულ დანაშაულზე დაკავებული ციხეში გადაიყვანეს, საიდანაც ის ვადაზე ადრე გათავისუფლდა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *