ირაკლიო: წინასწარი დაკავების იზოლატორში ქალმა თვითმკვლელობა სცადა
ირაკლიო: წინასწარი დაკავების იზოლატორში ქალმა თვითმკვლელობა სცადა
ირაკლიოს მთავარი სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორში 39 წლის ქალმა სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულება სცადა.
ადგილობრივი გაზეთის patris.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ქალი გუშინ ღამით, 8 საათზე ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
დაკავებულმა თოკით მარყუჟი შეკრა და თავის ჩამოხრჩობა სცადა.
საბედნიეროდ ქალი დაცვამ შენიშნა და დაუყოვნებლივ გამოიძახა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელმაც დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანა პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად.
ექიმები აცხადებენ, რომ ქალის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 39 წლის ქალი იზოლატორში დააბრუნეს.
Facebook Comments Box
