Latest news
საბერძნეთში რომას საზოგადოებრივი ინტეგრაციის საკითხი მწვავე პრობლემად რჩება პროფესორი ლაზარატოსი საბერძნეთში კერძო უნივერსიტეტების სამართლებრივ პრობლემებზე საუბრობს მაზონაკისის გარდაცვალების საქმე: დაკავებულ ექიმთა შორის დაპირისპირება წარმოიშვა ფილიპოს კაბურისი და მისი მეუღლე თაღლითობის ბრალდებით დააკავეს სატელეფონო და ელექტრონული თაღლითობა მკაცრად დაისჯება - რას ითვალისწინებს ახალი რეგულაცია ტების ტრაგედიაში დაღუპული 18 წლის ანასტასია პაპაგელის მამამ ტემპის ტრაგედიის საქმეზე სასამართლოში ჩვ... ზოი კონსტანტოპულუმ სიმღერა “სიცოცხლე ცხოვრების საჩუქარია” შეასრულა საბერძნეთი: სკოლების ბუფეტების ფუნქციონირების ახალი წესები ამოქმედდა ღრევენაში გაუჩინარებული 27 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს საბერძნეთი: მასწავლებლები გაფიცვას აცხადებენ
სამშაბათი, ოქტომბერი 6, 2026
Uncategorized

ტრაგედია ექსარხიაზე: 15 წლის ბიჭის მე-3 სართულიდან ვარდნის საქმის დეტალები ვრცელდება

ტრაგედია ექსარხიაზე: 15 წლის ბიჭის მე-3 სართულიდან ვარდნის საქმის დეტალები ვრცელდება

საფრანგეთიდან ჩამოსული სტუდენტების სასკოლო ექსკურსიას ტრაგიკული დასასრული აღმოაჩნდა, რადგან სკოლის მოსწავლეებიდან ერთ-ერთი, 15 წლის ბიჭი სასტუმროს მესამე სართულიდან გადმოვარდა.

უბედური შემთხვევა ღამის 9 საათზე 5 მარტს ექსარხიაზე, კერძოდ სოლომუს ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა. გამოძიებისთვის ამ დრომდე უცნობია, თუ როგორ გადმოვარდა აივნიდან სკოლის მოსწავლე.

ვარდნის შედეგად 15 წლის ბიჭი სასიკვდილოდ დაშავდა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებული საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში მიიყვანა. ექიმების თავდაუზოგავი მცდელობებისდა მიუხედავად ბიჭი რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

პოლიციამ ბიჭის თანაკლასელები, რომლებიც გარდაცვლილის მეზობელ ოთახებში იყვნენ განთავსებულნი, დაკითხეს. მოწმეები აცხადებენ, რომ მათ კლასელს არასდროს უგრძნობინებია მათთვის, რომ თვითმკვლელობა ჰქონდა განზრახული. 

გარდაცვლილის ნომრის ჩხრეკის შედეგად პოლიციას არ აღმოუჩენია არც ნარკოტიკული არც ალკოჰოლური ნივთიერება. 

გამოძიება ვარაუდობს, რომ მოსწავლე უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა. 

გარდაცვლილს ჩაუტარდება ექსპერტიზა კრიმინალური ქმედების გამოსარიცხად.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *