Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

ირინი მურძუკუ: ჯობს ბავშვებმა დაასრულონ სიცოცხლე, ვიდრე უსუსური დედების ხელში გაიზარდნონ

ირინი მურძუკუ: ჯობს ბავშვებმა დაასრულონ სიცოცხლე, ვიდრე უსუსური დედების ხელში გაიზარდნონ

ირინი მურძუკუმ ანგელიკი ნიკოლულისთან ისაუბრა მის ურთიერთობაზე გარდაცვლილი ბავშვების მშობლებთან, 5 ჩვილის საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების საქმეზე და ზოგადად არის თუ არა გარეული ჩვილ ბავშვთა უკანონოდ ვაჭრობის დაჯგუფებაში.
ინტერვიუში ირინი მურძუკუმ განაცხადა, რომ 15 წლიდან სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა მდედრობითი სქესის წარმომადგენლებთან, მაგრამ მის მშობლებთან ამის გამხელას არ ჩქარობდა. როდესაც მისმა მშობლებმა ამის შესახებ გაიგეს დედას მძაფრი, ცუდი რეაქცია ჰქონდა, მამამ კი ირინის გადაწყვეტილება მშვიდად მიიღო და მხარში დაუდგა. ირინიმ ასევე განაცხადა, რომ ყოველთვის უნდოდა გამხდარიყო დედა: “როცა გავიგე რომ ორსულად ვიყავი ძალიან გამეხარდა. დედაჩემიც დადებითი განწყობით შეხვდა ამ ამბავს. თუმცა ჩემი გარშემომყოფები მეუბნებოდნენ, რომ არ დავრჩენილიყავი დედაჩემთან მშობიარობის შემდეგ.” 

სულის შემძვრელი იყო იმის გახსენება, თუ როგორ დაკარგა სულ რაღაც 19 დღის შვილი 2022 წლის 19 ივნისს: “ბავშვს გადასაფარებელს აფარებდა ხოლმე დედა მზის ჩასვლის შემდეგ და ამბობდა, რომ არ არის კარგი ვხედავდეთ ჩვილებს სანამ 40 დღის არ გახდებიან მზის ჩასვლის შემდეგ. როცა ავდექი მისთვის რძის გასამზადებლად და შუქი ავანთე ოთახში დავინახე, რომ ბავშვი არ იყო კარგად. დედაჩემს დავურეკე და ვკითხე თუ იცოდა რისი ბრალი შეიძლება ყოფილიყო. მან დამამშვიდა და მირჩია უბრალოდ ხელში ამეყვანა და დამერწია და მიზეზად დაასახელა რომ შეიძლება უბრალოდ მიზეზობდა. პირველი შემთხვევა იყო როცა ვიღაც დავკარგე… რაც შეეხება ჩემს მიერ წაყენებულ ბრალდებებს ვერ ვიჯერებ, რომ ხალხს სჯერა, რომ ბავშების მკვლელობაში მე მიმიძღვის ბრალი. კატერინასთან რომ მივედი მითხრა ბავშვი არ გამეღვიძებინა, უბრალოდ ყურადღება მიმექცია მისთვის. ხანდახან ვფიქრობ ხოლმე რომ სპეციალურად გააკეთა ეს, რომ მე დამბრალებოდა..”

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *