Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
მსოფლიოსაზოგადოება

ისრაელი: ტერორისტებმა ტყვედ 8 თვის ბავშვი აიყვანეს

7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე ისრაელზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შემდეგ მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო.

ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადეს და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.

ისრაელზე მასობრივი შეტევა ხორციელდება, ტერორისტებს არაფერი აჩერებთ, ისინი შედიან სახლებში და ხოცავენ მშვიდობიან მოსახლეობას, ტყვედ აჰყავთ ქალები და ბავშვები. უკანასკნელი მონაცემებით ტყვეებს შორის არის 8 თვის ბავშვიც.

ტერორისტების მიერ აყვანილი ტყვეების შესახებ დაზუსტებული ციფრები ჯერჯერობით არ არსებობს, საუბარია დაახლოებით 100 ადამიანზე, მათ შორის არიან ბავშვებიც.

ძალიან ბევრ ადამიანზე არ არსებობს ინფორმაცია. ადამიანები ონლაინ აქვეყნებენ შვილების, ახლობლების ფოტოებს და ეძებენ ვინმემ რაიმე ხომ არ იცის მათ შესახებ.

ციფრები საკმაოდ მძიმეა, ვიდეოები ძალიან ძნელი საყურებელი. ვისაც გული აქვს, ვერ დარჩება ინდიფერენტული იმის მიმართ, რაც ნახა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *