Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიUncategorized

იხილეთ თუ რა რაოდენობის თანხა გამოიყოფა საბერძნეთის ინფრასტრუქტურისა და საქალაქო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გაუმჯობესებისთვის

იხილეთ თუ რა რაოდენობის თანხა გამოიყოფა საბერძნეთის ინფრასტრუქტურისა და საქალაქო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გაუმჯობესებისთვის

საბერძნეთის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტირების მინისტრმა ხრისტოს სტაიკურასმა და მისმა მოადგილემ ხრისტინა ალექსოპულუმ ხელი მოაწერეს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, 10,2 მილიონი ევრო გამოიყოფა ინფრასტრუქტურის მოდერნიზებისთვის და ქვეყნის მასშტაბით KTEL-ის საქალაქო და საქალაქთაშორისო ავტობუსების ჩანაცვლებისთვის.

კერძოდ კი, ჯამური თანხა, რომელიც 10 213 995,87 ევროს შეადგენს, შეეხება: 

  • ინფრასტრუქტურულ პროექტებს, (სამშენებლო ობიექტების მოდერნიზაცია, მიმდებარე ტერიტორიების კონფიგურაცია, სამგზავრო ტერიტორიის განახლება, კერძო სარგებლობის ავტოგასამართი სადგურების მშენებლობა და ა.შ.) კოზანის, პატრას და ანდროსის რაიონებში. ამ კონკრეტულ პროექტს დაეთმობა 485 111,87 ევრო.
  • ახალი ავტომატიზაციის სისტემების დამონტაჟებას იანინის რაიონში. პროექტისთვის განკუთვნილი თანხა 16 837,50 ევროს შეადგენს.
  • საზოგადოებრივი ავტობუსების შეცვლა განახლებას. სალონიკსა და იანინაში. პროექტისთვის განკუთვნილი თანხა 189 924 ევრო.
  • ფიზიკური ან იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული საზოგადოებრივი ავტობუსების შეცვლა შემდეგ რეგიონებში:
  1. არღოლიდა – 464.664 ევრო
  2. არკადია – 51.592 ევრო
  3. არტა – 54.937 ევრო
  4. ახაია – 546.011 ევრო
  5. ევრუ – 752.208 ევრო
  6. ევია – 58.956 ევრო
  7. ილია – 308.662 ევრო

და დამატებით კიდევ 25 რეგიონში.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *