Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიბუნებრივი მოვლენები

იხილეთ ვიდეო, თუ როგორ ხსნიან ბულგარელები ივაილოვგრადის კაშხალს და როგორ ხვდება უზარმაზარი რაოდენობით წყალი ევროსში არდასის გავლით

იხილეთ ვიდეო, თუ როგორ ხსნიან ბულგარელები ივაილოვგრადის კაშხალს და როგორ ხვდება უზარმაზარი რაოდენობით წყალი ევროსში არდასის გავლით

ევროსში, სადაც 150 000 ჰექტარზე მეტი დაიტბორა, ზარალის შესამცირებლად მობილიზებულია როგორც ყველა პასუხისმგებელი ორგანო, ასევე ადგილობრივი მაცხოვრებლები.

დღეს, მხოლოდ არდადან ევროსში წამში 500 კუბურ მეტრზე მეტი წყალი ჩავიდა, რამაც კიდევ ერთელ გამოსცადა ინფრასტრუქტურის მდგრადობა. საჭირო გახდა წყლის ამოტუმბვისთვის საჭირო აპარატების გამოყენება დასახლებული ტერიტორიების დატბორვის საფრთხისგან დასაცავად.

არდას მდინარის კაშხალი, რომელიც მდებარეობს კიპრინოსა და თერაპიოს სოფლებს შორის, წყალს ბულგარეთიდან, ივაილოვგრადის კაშხალიდან იღებს.

სოც.მედიაში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ხსნიან ბულგარელები ივაილოვგრადის კაშხალს და როგორ ხვდება უზარმაზარი რაოდენობით წყალი ევროსში არდასის გავლით. 

ბულგარელები, კაშხლის ჩამონგრევის თავიდან ასაცილებლად, ახორციელებენ წყლის კონტროლირებად გაშვებას/დაცვლას, რის შედეგადაც მთებში თოვლის დნობის შედეგად კაშხალში დაგროვილი წყლის უზარმაზარი რაოდენობა არდასის გავლით მდინარე ევროსში ხვდება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *