Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

მარუსი: არასრულწლოვნებმა კაცს ალყა შემოარტყეს და ყელსაბამი გასტაცეს – პოლიციამ დაჯგუფების ერთ-ერთი წევრი, 17 წლის ბიჭი დააკავა

მარუსი: არასრულწლოვნებმა კაცს ალყა შემოარტყეს და ყელსაბამი გასტაცეს – პოლიციამ დაჯგუფების ერთ-ერთი წევრი, 17 წლის ბიჭი დააკავა

გასულ ხუთშაბათს მარუსში, «Νερατζιώτισσα»-ს სადგურზე, კაცი გაძარცვეს, რომელიც სადგურისა და «The Mall»-ის დამაკავშირებელ ხიდზე გადადიოდა.

პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კაცს 5-6 ახალგაზრდა დაესხა თავს. მსხვერპლს თავდამსხმელებმა ალყა შემოარტყეს და ყელიდან ჯაჭვი ჩამოგლიჯეს. ახალგაზრდამ, რომელმაც ყელსაბამი ხელში ჩაიგდო, ადგილიდან მიმალვა სცადა, თუმცა კაცი მას დაედევნა და გამვლელების დახმარების მისი შეჩერება შეძლო.

შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ პოლიციელები, რომლებმაც 17 წლის ბიჭი ეგვიპტიდან განყოფილებაში გადაიყვანა.

ჩხრეკისას არასრულწლოვანს არაფერი აღმოაჩნდა, თუმცა მოპარული ყელსაბამი მალევე იპოვეს ახლომახლო ტერიტორიაზე გადაგდებული. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *