Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

ქალები უცხო ქვეყნის მოქალაქეს თავს დაესხნენ და ფული წაართვეს

ქალები უცხო ქვეყნის მოქალაქეს თავს დაესხნენ და ფული წაართვეს

ხუთშაბათს გვიან ღამით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ორი მანდილოსანი მიუახლოვდა და სხვდასხვა მეთოდებით მასზე მანიპულირება მოახდინეს, რომ მამაკაცი მათ მიტოვებულ ადგილას გაჰყოლოდა.

სულ სხვა ფიქრები ჰქონდა მამაკაცს და სულ სხვა რეალობის წინაშე მოუწია დადგომა.

როგორც კი დანიშნულების ადგილს მიუახლოვდნენ, მამაკაცს ორივე ქალი თავს დაესხა და მუშტებისა და წიხლების რტყმა დაუწყო. თავდამსხმელებმა მსხვერპლს 600 ევრო წაართვეს და ადგილიდან მიიმალნენ.

უცხო ქვეყნის მოქალაქემ პოლიციაში დაუყოვნებლივ შეიტანა საჩივარი. საჩივრის შედეგად ძებნა გამოცხადდა და სამართალდამცავმა ორგანოებმა მალევე მოახდინეს თავდამსხმელების იდენტიფიცირება. გავრცელებული ინფრომაციის თანახმად ერთ-ერთი თავდამსხმელი არასრულწლოვანია. ის პოლიციამ პარასკევს შუადღეს დააკავა. მის წინააღმდეგ აღძრულია საქმე ყაჩაღობისთვის.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *