Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

კალამატა: ტრაგიკულად გარდაცვლილი 43 წლის ქალი სავარაუდოდ აივნიდან ხალიჩების წმენდის დროს გადავარდა

ლამიაში ტრაგიკულად გარდაცვლილ 43 წლის იოანას გლოვობენ, რომელიც კალამატაში, იროდოტუს ქუჩაზე მდებარე საკუთარი საცხოვრებელი ბინის აივნიდან გადავარდა.

როგორც ცნობილი ხდება, ის აივანზე ხალიჩებს ბერტყავდა, რა დროსაც სავარაუდოდ თავბრუ დაეხვა, ან წონასწორობა დაკარგა და გადავარდა, რადგან ქვემოთ,  დაცემის ადგილას დაგდებული ხალიჩა იპოვეს.

გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მან თავისი 14 და 10 წლის შვილები სკოლაში მიიყვანა.

იოანა მეცოვოს ეროვნულ ტექნიკურ უნივერსიტეტში ტოპოგრაფიული ინჟინერიის ფაკულტეტზე სწავლობდა.

ის კალამატაში ცხოვრობდა ბოლო 20 წლის განმავლობაში და მუშაობდა მესინიის ყოფილ პრეფექტურაში, შემდეგ კი კალამატას მუნიციპალიტეტში,სადაც მას ურბანული დაგეგმარების დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ეკავა.

იყო დაოჯახებული და ორი მცირეწლოვანი ბავშვის დედა.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *