Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
მსოფლიოკრიმინალი

მეინის შტატში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა

აშშ-ის მეინის შტატის ქალაქ ლუისტონში უცნობმა თავდამსხმელმა ქალაქის 3 სხვადასხვა რაიონში ცეცხლი გახსნა. სროლას სულ მცირე, 22 ადამიანი ემსხვერპლა, ათეულობით კი დაშავდა.

მაინის შტატის პოლიცია აცხადებს, რომ შეიარაღებული თავდამსხმელი, რომელიც ამ დრომდე თავისუფლად გადაადგილდება, სავარაუდოდ ისევ ლუისტონში იმყოფება და მოსახლეობას ურჩევს დარჩნენ  ჩაკეტილ სახლებში და მოერიდონ გადაადგილებას.

პოლიციამ სავარაუდო ეჭვმიტანილად 40 წლის რობერტ კარდი დაასახელა. მაინის პოლიცია აღწერს თავდამსხმელს, როგორც შეიარაღებულს და უკიდურესად საშიშს. გავრცელებული ინფორმაციით, ის  ცეცხლსასროლი იარაღის სერტიფიცირებული ინსტრუქტორი და აშშ-ს არმიის რეზერვის წევრია.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გამო ის ორი კვირით სამედიცინო სტაციონარში იყო მოთავსებული.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *