Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიჯანმრთელობა

სახელმწიფო საავადმყოფოების თანამშრომლები და ექიმები სრულიად საბერძნეთის მასშტაბით გაიფიცნენ

სახელმწიფო საავადმყოფოების თანამშრომლები და ექიმები სრულიად საბერძნეთის მასშტაბით გაიფიცნენ

მუდმივი თანამშრომლების აყვანის მოთხოვნით ადამიანური სამუშაო გრაფიკითა და შესაბამისი ხელფასების მოთხოვნით საბერძნეთის საავადმყოფოების ექიმთა ასოციაცია და საჯარო საავადმყოფოების თანამშრომელთა ფედერაცია ქუჩაში გამოვიდა. ფედერაციები დილის 09:30 საათზე ჯანდაცვის სამინისტროს წინ შეიკრიბნენ აქციის გასამართად.

“საჯარო/სახელმწიფო/საყოველთაო დაზღვევას რომ მომავალი ჰქონდეს და თითოეულმა ადამიანმა რომ მიიღოს შესაბამისი დროული სამედიცინო დახმარება უნდა აღმოიფხვრას პერსონალის ნაკლებობის პრობლემა და საჯარო საავადმყოფოებმა უნდა მიიღონ საკმარისი დაფინანსება.” – აცხადებს საჯარო საავადმყოფოების თანამშრომელთა ფედერაციის წარმომადგენელი.

ექიმთა ასოციაციის განცხადების თანახმად კი მაშინ, როცა საბერძნეთის მოქალაქეებმა საკუთარი ჯიბიდან 5,9 მილიარდი ევრო გადაიხადეს მედიკამენტების ფასმა 480%-ით მოიმატა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ამ დროისტვის სახელმწიფო საავადმყოფოებში 45 000 ვაკანტური ადგილია და არსებული პერსონალი არაადამიანური საათებით და ხელფასით მუშაობს. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *