Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

კალითეა: საკურიერო კომპანიის მანქანიდან პასპორტებით სავსე ორი ჩემოდანი მოიპარეს

საკურიერო მომსახურების   კომპანიის კუთვნილი  მანქანიდან პასპორტებით სავსე ორი ჩემოდანი მოიპარეს.

ჩემოდნებში  საპასპორტო განყოფილებებში გადასატანად განკუთვნილი 81 პასპორტი იყო.

ატიკის უშიშროების სამმართველოს სიცოცხლისა და საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის  განყოფილების მიერ აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

კერძოდ,  კომპანიის თანამშრომლის განცხადების  მიხედვით, ორშაბათს (15/5) შუადღისას, კალითეას მიდამოებში გაჩერებისას, უცნობმა პირმა ავტომობილის შიგნიდან ამოიღო ორი ჩემოდანი, რომელშიც   საბერძნეთის პოლიციის მთავარი სამმართველოს დირექტორატის მიერ გაცემული პასპორტები იყო.

როგორც გაირკვა, ჩემოდნებში 81 პასპორტი იყო და განკუთვნილი იყო საპასპორტო დეპარტამენტებში მიწოდებისთვის.

აღნიშნულია, რომ მოქმედი პროცედურის მიხედვით, პასპორტებისა და სხვა დამხმარე დოკუმენტების უსაფრთხო საკურიერო მომსახურების  ამოცანას ტენდერის საფუძველზე  კონტრაქტორი კომპანია ახორციელებს.

შესაბამისად, არაკანონიერი სარგებლობის თავიდან აცილების მიზნით, მოპარული პასპორტების საიდენტიფიკაციო ნომრები გაუქმებულია.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *