Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

კალიმნო: პოლიციამ 21 წლის ჯარისკაცი დააკავა

კალიმნო: პოლიციამ 21 წლის ჯარისკაცი დააკავა

პოლიციამ 21 წლის ჯარისკაცი შურისძიების მიზნით პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების გამო დააკავა.

ჯარისკაცი პოლიციამ სამხედრო ბაზიდან აიყვანა გუშინ, 29 ოქტომბერს მისი ყოფილი პარტნიორის მიერ შეტანილი საჩივრის საფუძველზე, რომელმაც განაცხადა, რომ დაკავებულმა შურისძიების მიზნით სოც.მედიაში გამოაქვეყნა მისი სურათები, რომლებშიც გოგონა სრულიად შიშველია.

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ჯარისკაცმა Τelegram-ის მეშვეობით გაავრცელა და ამის შესახებ სატელეფონო საუბრის დროს თვითონვე უთხრა გოგონას.

დაკავებულის პარტნიორმა საჩივრის შეტანის დროს ასევე განაცხადა, რომ 29 ოქტომბერს შუადღეს მისთვის უცნობი ადამიანისგან ინსტაგრამის პირად გვერდზე მიიღო შეტყობინა, სადაც უცნობმა ადამიანმა მას გაუგზავნა ვიდეო, რომელიც პირადად დაკავებულისთვის ჰქონდა გაგზავნილი და მის გარდა არავის უნდა ენახა. აღნიშნული ვიდეო ასევე შეიცავს გოგონას შიშველ კადრებს.

 პროკურორის ბრძანებით. 21 წლის ჯარისკაცი დაკავებიდან მალევე გაათავისუფლეს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *