Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

ნეა ერითრეა: პოლიციამ 18 წლის ბიჭი შეიარაღებული ძარცვისთვის დააკავა

ნეა ერითრეა: პოლიციამ 18 წლის ბიჭი შეიარაღებული ძარცვისთვის დააკავა

ოთხშაბათს გამთენიისას პოლიციამ 18 წლის ბიჭი შეიარაღებულ ძარცვაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ახალგაზრდამ, მის თანამზრახველთან ერთად, რომელიც ამ დრომდე იძებნება, 2 თავდასხმა განახორციელა ბენზინგასამართ სადგურებზე.

პირველ ბენზინგასამართ სადგურზე ახალგაზრდები იარაღით ხელში შეიჭრნენ, მათ სახეები დაფარული ჰქონდათ და თანამშრომლისგან მოითხოვეს სრულად მიეცა მათთვის სალაროში არსებული თანხა. საბედნიეროდ ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომელმა მაღაზიის დაცულ ოთახში მოახერხა თავის შეფარება და ბოროტმოქმედებმა მისთვის ზიანის მიყენება და თანხის მითვისება ვერ შეძლეს ისე მიიმალნენ ადგილიდან.

ძარცვის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ მძარცველები მეორე ბენზინგასამართ სადგურზე მივიდნენ, სადაც ისევ იარაღით დაემუქრნენ ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომელს და ამჯერად შეძლეს გამოძიებისთვის ამ დრომდე დაუდგენელი ოდენობის თანხის მითვისება. 

სამართალდამცავი ორგანოების მიერ წარმოებული გამოძიების საფუძველზე 18 წლის ახალგაზრდას იდენტიფიცირება და დაკავება მალევე მოხდა. დაკავებულის ჩხრეკისას ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, რომლითაც მძარცველები ორივე ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომლებს დაემუქრნენ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *