Latest news
ლავრიო: 32 წლის კაცმა ყოფილი შეყვარებული და მისი პარტნიორი დაჭრა საბერძნეთის საგადასახადო სამსახური მოქალაქეების უკეთ მომსახურების მიზნით ახალ დეპარტამენტს დაიმატებს უამინდობის ფენომენი კუნძულ კრეტაზე  ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა
შაბათი, ოქტომბერი 3, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

კაპიტანი ჩვილის საავადმყოფოში გადაყვანის პროცესზე საუბრობს

კაპიტანი ჩვილის საავადმყოფოში გადაყვანის პროცესზე საუბრობს

19 თვის ჩვილის სკოპელოდან ვოლოსის საავადმყოფოში გადაყვანის დროს წარმოქმნილ საფრთხეზე და ბარიერებზე ისაუბრა კაპიტანმა, რომელსაც საკმაოდ რთული მისიის შესრულება მოუწია და გმირის წოდებაც დაიმსახურა.

ბავშვი თაგვის წამლით მოიწამლა. მშობლებმა შვილი დაუყოვნებლივ გადაიყვანეს სკოპელოს რეგიონალურ კლინიკაში, თუმცა ექიმებმა სიღრმისეული გამოკვლევების ჩასატარებლად ბავშვის ვოლოსის გენერალურ საავადმყოფოში გადაყვანა ჩათვალეს საჭიროდ. თუმცა უამინდობის გამო ბავშვის ტრანსპორტირება ფაქტობრივად შეუძლებელი იყო, რის გამოც მშობლებმა კერძო გემის დაქირავება გადაწყვიტეს. 

ძლიერი ქარის გამო გემის კაპიტანს გაუჭირდა სკოპელომდე მისვლა და თავი საფრთხეში ჩაიგდო ჩვილის საავადმყოფომდე მიყვანის მცდელობისასაც: “გამთენიისას გამომიძახეს. 7-8 ბოფორი სიმძლავრის ქარი უბერავდა. ალონისოდან დავიძარი და აღნონდა სკოპელოს პორტში ჩავედი სადაც დედა დამხვდა ჩვილით. მათ თან 2 ექიმიც ახლდა. უბერავდა როგორც ჩრდილოეთის, ასევე ჩრდილოაღმოსავლეთის ქარი. ვოლოსისკენ დაუყოვნებლივ გავემართეთ. მიუხედავად იმისა, რომ ქარები შეუძლებელს ქმნიდნენ დანიშნულების ადგილამდე მისვლას არ დაგვიგვიანია. 1 საათსა და 37 წუთში უკვე საავადმყოფოში ვიყავით. დედას არ შეშინებია, რადგან მისი მეუღლე მეზღვაურია და მიცნობდა. ისიც იცოდა, რომ მსგავს ამინდში ცურვის გამოცდილება მაქვს. ძალიან მშვიდად იყო. მშვიდად იყო ბავშვიც, რამდენადაც ვიცი ყველაფერმა კარგად ჩაიარა. იმ მომენტში ვერ ვიაზრებდი რა ხდებოდა, მაგრამ მერე გამიხარდა.. ძალიან კარგად ვიგრძენი თავი, ამაყი ვარ რომ ბავშვი კარგად გრძნობს თავს.”

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *