Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიUncategorized

კატერინა ვუცინამ კარისტიანუს მისი ძმის ხსენება აუკრძალა კარისტიანუს პოლიტიკაში წასვლის გამო

კატერინა ვუცინამ კარისტიანუს მისი ძმის ხსენება აუკრძალა კარისტიანუს პოლიტიკაში წასვლის გამო

მარია კარისტიანუს მიერ ტემბის ტრაგედიის 3 წლისთავთან დაკავშრებით გამოქვეყნებულმა ვიდეომ ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახების მწვავე რეაქცია გამოიწვია.

ვიდეოში, რომელიც კარისტიანუმ გამოაქვეყნა, ჩანს კადრები ტრაგედიიდან, ისმის ხმები, რომელიც კიდევ ერთხელ ახსენებს საზოგადოებას მომხდარის სიმძაფრეს. აღნიშნული ვიდეოს ფონზე კი კარისტიანუ სამართლიანობის აღდგენას ითხოვს და მოსახლეობას 28 თებერვალს დაგეგმილ საპროტესტო აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

ზემოთ აღნიშული ვიდეოს ხილვის შემდეგ ტემბის ტრაგედიის ერთ-ერთი მსხვერპლის დამ, კატერინა ვუცინამ, კარისტიანუს სოც.მედიაშივე გამოქვეყნებული პოსტით უპასუხა და მოითხოვა, რომ აღარასდროს შეეხოს ტემბის მსხვერპლებს და მათ შორის მის ძმას, იანნის ვუცინას: “ჩემი ძმის მკვლელობის საქმის გამოყენების უფლებას არ მივცემ არავის არცერთი პოლიტიკური რეკლამისთვის, ან პოლიტიკური სტატუსის ასამაღლებლად გამართული საჯარო დიალოგისთვის.” 

აღნიშნული განცხადება იყო გაფრთხილება, რომლის არ გათვალისწინების შემთხვევაშიც კატერინა ვუცინა აპირებს სამართლებრივ გზებსაც კი მიმართოს. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *