Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

კატერინი: პოლიციელები ველოსიპედებით გამოჩდნენ 

კატერინი: პოლიციელები ველოსიპედებით გამოჩდნენ 

საბერძნეთის ქალაქ კატერინის სანაპირო ზონაში ველოსიპედიანი პოლიციელები ზაფხულის სეზონისთვის პატრულირებას კვლავ შეუდგნენ. ინიციატივის მიზანია უსაფრთხოების გაძლიერება, პოლიციის უფრო თვალსაჩინო ყოფნა და მოქალაქეებისა და ტურისტების სწრაფი მომსახურება.

პატრულირება 2026 წლის 1 ივნისს დაიწყო და მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება. პოლიციელები დილიდან გვიან საღამომდე იმოძრავებენ სანაპირო ტერიტორიაზე, რათა სწრაფად მოახდინონ რეაგირება მცირე სამართალდარღვევებსა და სხვადასხვა ინციდენტზე.

საბერძნეთის პოლიციის ინფორმაციით, ველოსიპედიანი პატრულების მთავარი ამოცანა ტურისტებისა და ვიზიტორების დახმარება, მათთვის საჭირო ინფორმაციისა და მიმართულებების მიწოდება, სხვა სამსახურებთან თანამშრომლობა ტურისტული ხასიათის პრობლემების გადასაჭრელად და საზოგადოებრივი წესრიგის ეფექტიანი დაცვაა.

პროგრამა მიზნად ისახავს როგორც უსაფრთხოების დონის ამაღლებას, ისე ტურისტებისთვის უფრო კომფორტული და მეგობრული გარემოს შექმნას, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, როდესაც სანაპირო ზონებში დამსვენებელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *