Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

საბერძნეთი- 10 წლის ბავშვის გატაცების მცდელობა

განგაში გამოცხადდა დღეს პტოლემაიდაში, სადაც დაწყებითი სკოლის მოსწავლის, 10 წლის ბავშვის გატაცების მცდელობას ჰქონდა ადგილი.

როგორც ბავშვის მამა აცხადებს,  10 წლის ბიჭი მეგობრებთან ერთად ბრუნდებოდა სკოლიდან სახლში.

რაღაც მომენტში მისმა მეგობრებმა  სხვა მიმართულებით  გადაუხვიეს და  ბავშვმა მარტომ განაგრძო გზა.

ამ დროს  მას უკნიდან მიუახლოვდა ნისანის მარკის ძველი  ავტომობილი.

მძღოლმა მამაკაცმა  ფანჯარა ჩამოწია და ბავშვს მანქანაში ჩაჯდომა სთხოვა, რათა სახლში წაეყვანა.

შეშინებული  ბავშვი ყვირილით  გაიქცა საპირისპირო მიმართულებით  და  გაეცალა მანქანას.

მანქანის მძღოლი სასწრაფოდ გაუჩინარდა შემთხვევის ადგილიდან.

ბავშვის აღწერილობით უცნობი მამაკაცი საუბრობდა ბერძნულად, იყო დაახლოებით 40- 45წლის და ჰქონდა თეთრი თმა.

მშობლებმა დაუყოვნებლივ შეატყობინეს მომხდარის შესახებ სკოლას, ხოლო სკოლამ თავის მხრივ პოლიციას.

იხილეთ მეტი:

საბერძნეთი: თხუთმეტი წლის მოსწავლე ექვსი მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *