Latest news
ზეფირი: ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 2 მეხანძრის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი 34 წლის ქალსა და მი... ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აჯანყების 53-ე წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ჭიშკარი გაიხს... მიგრანტთა დაბრუნების ცენტრები: ორშაბათს გამოცხადდება ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ... „ბავშვის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი მისი მეტაბოლიზმი გახდა“ - აცხადებენ პატიმრობაში მყოფი 4 თვის... დაღუპულ მეხანძრეებს კოლეგებმა წუთიერი დუმილითა და თეთრი ყვავილებით მიაგეს პატივი პოლიტექნიკური უნივერსიტეტი: რატომ მიიღეს უნივერსიტეტის შენობის დაკეტვის გადაწყვეტილება სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდის გეგმას მუნიციპალიტეტების მერები აპროტესტებენ პოლიცია პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების წლისთავისთვის გაძლიერებულ მზადყოფნაშია საბერძნეთის სურსათისა და მედიკამენტების ეროვნული ორგანიზაციის თანამშრომელი: „აღმოჩენილი პრეპარატები ... პატრა: ოთხი თვის ჩვილის მშობლებს განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედებათ ბრალი
ორშაბათი, ნოემბერი 16, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

კვიპროსი: სასტიკი მკვლელობა – კაცმა მისი ცოლი დანით დაჩეხა და აივნიდან გადააგდო

კვიპროსი: სასტიკი მკვლელობა – კაცმა მისი ცოლი დანით დაჩეხა და აივნიდან გადააგდო

კვიპროსზე, პაფოსში მცხოვრები წყვილის დღე პარასკევს დილით შემზარავად დაიწყო. 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 40 წლის ქალმა ბულგარეთიდან აიღო დანა და თავს დაესხა მისი 48 წლის მეუღლეს, რომელიც საქართველოში გაზრდილი წარმოშობით პონტოელი ბერძენია. 48 წლის მამაკაცს მისმა მეუღლემ ერთი ჭრილობა მიაყენა, თუმცა მამაკაცმა 40 წლის ქალი საპასუხოდ დანით დაჩეხა და აივნიდან გადააგდო.

უგონო მდგომარეობაში მყოფი ქალბატონი  და მისი დაჭრილი მეუღლე საავადმყოფოში გადაიყვანეს. უმოწყალოდ დაჩეხილი ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა, თუმცა მისი 48 წლის მეუღლის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. 

წყვილს 2 არასრულწლოვანი შვილი ჰყავს.

პოლიციის მიერ გავრცელებული ინფრომაციის თანახმად წარსულში მოკლულ ქალს საჩივარიც ჰქონდა შეტანილი ოჯახური ძალადობისთვის. მიმდინარეობს გამოძიება მკვლელობის მიზეზების დასადგენად.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *