Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
საბერძნეთი

კვიპროსი:10 წლის გოგონა საცურაო აუზიდან გარდაცვლილი გამოიყვანეს – დააკავეს დედა, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა

კვიპროსში საცურაო აუზში მცირეწლოვანი ბავშვის დახრჩობის მორიგი შემთხვევა მოხდა. აია ნაპას სასახლის აუზში დამხრჩვალი 4 წლის ბიჭის შემდეგ, პაფოსის სასახლეში 10 წლის გოგონა გარდაიცვალა.

გოგონა გარდაცვლილი იპოვეს ხუთშაბათს, 20 ივლისს, ნაშუადღევს, პეგეას რაიონში მდებარე სასახლის საცურაო აუზში.

მდიდრული რეზიდენციის ვიზიტორებმა მომხდარის შესახებ პოლიციას აცნობეს, ხოლო ბავშვის დედას- რუსეთიდან ჩასულ 42 წლის ტურისტს, რომელიც პაფოსის პოლიციამ დააკავა, ტრაგედია არც  შეუმჩნევია, რადგან ალკოჰოლის გადაჭარბებული  მოხმარების გამო უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.

პატარა გოგონას ცხედარი სახანძრო სამსახურის წევრების დახმარებით აუზიდან ამოიყვანეს, 42 წლის დედა კი, რომელიც ჯერ კიდევ უგონო მდგომარეობაში იყო, სასწრაფო დახმარების მანქანით პაფოსის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც აღმოჩნდა, რომ ის ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *