Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიUncategorized

კიდევ ერთი ტურისტის სიცოცხლე იმსხვერპლა სამარიას ხეობას

კიდევ ერთი ტურისტის სიცოცხლე იმსხვერპლა სამარიას ხეობას

67 წლის ტურისტი გერმანიიდან, რომელიც სამარიას ხეობაში სალაშქროდ იყო წასული, მოულოდნელად გარდაიცვალა.

უბედური შემთხვევა პარასკევს, 6 ივნისს დილით მოხდა, ბილიკის მეორე კილომეტრზე, ხეობის შესასვლელთან ახლოს.

neakriti.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კაცმა უეცრად თავი შეუძლოდ იგრძნო და მალევე დაკარგა გონება.

ტურისტის დასახმარებლად მალევე გაემართა სახანძრო სამსახური. შემთხვევის ადგილზე 11 მეხანძრე მუშაობდა, რომლებმაც შეძლეს გამოეყვანათ ტურისტი ხეობიდან და გადაეცათ სასწრაფო დახმარების ბრიგადისთვის, რომელმაც გონებადაკარგული საავადმყოფოში გადაიყვანა. 

Creta24-თან საუბრისას საავადმყოფოს გამდებელმა განაცხადა, რომ კაცი საავადმყოფოში მიყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *