Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ბოდიში არ მოუხდია, არც კი გვინახავს – აცხადებს 62 წლის პაციენტის შვილი, რომელსაც სხვა პაციენტის ნაცვლად გადაუსხეს სისხლი

ბოდიში არ მოუხდია, არც კი გვინახავს – აცხადებს 62 წლის პაციენტის შვილი, რომელსაც სხვა პაციენტის ნაცვლად გადაუსხეს სისხლი

ტრაგედია დატრიალდა ოჯახში დამხმარე ექთანის მიერ დაშვებული შევდომის გამო, რომელიც 62 წლის პაციენტს სიცოცხლის ფასად უჯდება.

62 წლის ქალის სხეულში განსხვავებული ჯგუფის სისხლის შესვლის შემდეგ მას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოები დაუზიანდა და ამ დრომდე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული. 

“წინა ღამით პაციენტი გონზე იყო, ბედნიერი. მის შვილებთან ერთად იცინოდა და დამხმარეც არ სჭირდებოდა.” – აცხადებს ოჯახის ადვოკატი. 

შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე ეძებენ დამხმარე ექთანს, რომელმაც სისხლი შემთხვევით სხვა პაციენტს გადაუსხა. შემთხვევას ამძიმებს ის ფაქტი, რომ 62 წლის ქალს სხვა ჯგუფის სისხლი გადაუსხეს, რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია და საჭირო გახდა მისი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაყვანა.

დამხმარე ექთანს პაციენტის ოჯახის წევრებმა უჩივლეს, თუმცა სამართალდამცავ ორგანოებს მისი პოვნა უჭირთ. 

პაციენტის ოჯახის ადვოკატმა, ათანასიოს ალექოპოულოსმა განაცხადა, რომ ექიმები პაციენტის გადარჩენის იმედს თითქმის არ იძლევიან. 

დამხმარე ექთანი საავადმყოფოში უკვე 7 წელია მუშაობს. ის არ იყო პასუხსიმგებელი სისხლის გადასხმის პროცედურის ჩატარებაზე, შესაბამისად სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ მომხდარს, რათა დადგინდეს ვინ არის მომხდარზე პასუხისმგებელი.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *